მთავარიევროპამოლდოვამოლდოვას ბედი: ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრება სურს

მოლდოვას ბედი: ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრება სურს

თებერვლის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელთა მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, კრემლი მოლდოვაში პოლიტიკური დესტაბილიზაციისთვის ემზადებოდა.

მალევე მოლდოვას პრემიერ – მინისტრი თანამდებობიდან გადადგა, მიზეზი კი, ბუნებრივი აირის მზარდი ფასების და მაღალი ინფლაციის გამო მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გახდა. ამ საპროტესტო გამოსვლებს კი ორგანიზებას პრო – რუსული პოლიტიკური პარტიები უწევდნენ .

21 თებერვალს ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსეთის ფედერაციამ შეცვალა საგარეო პოლიტიკური დოკუმენტი, რომელიც ხაზს უსვამდა კრემლის მიერ მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარებას.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით,  უკრაინა დნესტრიპირეთზე თავდასხმისთვის ემზადება.

მოლდოვას მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრება სურს. მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრების კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსი გასულ წელს მიიღო.

მოლდოვას 600 ათასზე მეტი მოქალაქე ამავე დროს რუმინეთის მოქალაქეა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend