მთავარიევროპამოლდოვაუკრაინელი ლტოლვილები მოლდოვაში

უკრაინელი ლტოლვილები მოლდოვაში

მოლდოვის სამხრეთით, პალანკაში, სახელმწიფო საზღვარია უკრაინასთან. ოდესა აქედან ავტომობილით მხოლოდ საათ-ნახევრის სავალზეა.  ომის დაწყებიდან 750 000-ზე მეტი უკრაინელი მოლდოვაში ჩავიდა, აქედან 100 000 ქვეყანაში დარჩა.

მოლდოვა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. ომის დაწყებიდან მათ ლტოლვილები გაშლილი ხელებით შეიფარეს.

ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი კონსტანტა დოჰოტარუ აცხადებს, რომ როდესაც ომი დაიწყო, ყველაზე მცირე, რაც შეეძლოთ ექნათ, იყო ის, რომ გაერთიანებულიყვნენ და უკრაინიდან გამოქცეულ ადამიანებს დახმარებოდნენ.

ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ლტოლვილ ბავშვებსა და ქალებს უსაფრთხო სივრცეებს სთავაზობს. უკრაინელი ლტოლვილების უმეტესობა მასპინძელ ოჯახებში ცხოვრობს.

უკრაინელი ლტოლვილი დმიტრო კოჩაეგოვი ამბობს, რომ ცდილობს, არ იფიქროს უკრაინაში მიმდინარე ომზე, რადგან ეს მისთვის ძალზე მძიმეა.

უკრაინელები ლტოლვილთა ცენტრებშიც არიან განთავსებული. ერთ-ერთი ლტოლვილი ედუარდ მიჰაი აცხადებს, რომ უკვე სამი თვეა აქ ცხოვრობს, მან ყველაფერი დატოვა. დედამისი და მამამისი ჯერ კიდევ უკრაინაში არიან. იგი მოლდოვაში ბავშვებთან ერთად უსაფრთხოებისთვის ჩავიდა.

უკრაინის საზღვარზე ვითარება თითქმის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა. ახლა ადამიანები საზღვარს ორივე მიმართულებით კვეთენ.

გაეროს წარმომადგენელი ტიმ შოფნერი აცხადებს, რომ საზღვარზე ბევრი ხალხი არაა, რადგან ჩამომსვლელთა რაოდენობა შემცირდა. მისივე თქმით, მაინც ყურადღებით არიან, რადგან უკრაინაში ჯერ კიდევ გრძელდება საბრძოლო მოქმედებები და არ იციან, ხვალ რა იქნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend