მთავარიევროპაუკრაინაომის დაწყების დღე: „ეს იყო სიმყარის წელი. სოლიდარობის წელი. სიმამაცის წელი. ტკივილის...

ომის დაწყების დღე: „ეს იყო სიმყარის წელი. სოლიდარობის წელი. სიმამაცის წელი. ტკივილის წელი” – ზელენსკი

ფართომასშტაბიანი ომის წლისთავზე მთავარი შედეგია – ჩვენ გავუძელით, მარცხი არ განვიცადეთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა წელს გამარჯვება მოვიპოვოთ! – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ცხრა წლის წინ მეზობელი აგრესორი გახდა, ხოლო ერთი წლის წინ აგრესორი ჯალათი, მაროდიორი და ტერორისტი გახდა.

„ეჭვი არ გვეპარება, რომ ისინი პასუხს აგებენ. ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ გამარჯვება გველის”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან 2022 წლის 24 თებერვალი აღწერა, როგორც “ყველაზე გრძელი დღე ჩვენს ცხოვრებაში” და „ყველაზე რთული დღე ჩვენს უახლეს ისტორიაში”.

„მაშინ ადრე გავიღვიძეთ და აქედან მოყოლებული არ ვიძინებთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, უკრაინამ მსოფლიო გააკვირვა, შთააგონა და გააერთიანა.

„ამის დასტურად ათასი სიტყვის თქმა შეიძლება, მაგრამ რამდენიმეა საკმარისი. Himars, Patriot, Abrams, IRIS-T, Challenger, NASAMS, Leopard”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მან მადლობა გადაუხადა მოკავშირეებს და საერთაშორისო პარტნიორებს და აღნიშნა, რომ პუტინის საწინააღმდეგო კოალიცია იმდენად გაიზარდა, რომ ცალკე მიმართვას საჭიროებს, რომელსაც იგი უახლოეს პერიოდში გააკეთებს.

„ეს იყო სიმყარის წელი. სოლიდარობის წელი. სიმამაცის წელი. ტკივილის წელი. იმედის წელი. გამძლეობის წელი. ერთიანობის წელი. ურყეობის წელი. ურყეობის გაცხარებული წელი”, – განაცხადა ზელენსკიმ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო: ქართველი ხალხი მოძმე უკრაინელი ხალხის გვერდით დგას

საგარეო საქმეთა სამინისტრო: ქართველი ხალხი მოძმე უკრაინელი ხალხის გვერდით დგას

ანდრიი კასიანოვი: ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების ანტიუკრაინული რიტორიკით

ანდრიი კასიანოვი: ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების ანტიუკრაინული რიტორიკით

ირაკლი ღარიბაშვილი: ყოვლად გაუმართლებელია ის ომი, რომელიც წამოიწყო რუსეთმა

ირაკლი ღარიბაშვილი: ყოვლად გაუმართლებელია ის ომი, რომელიც წამოიწყო რუსეთმა

კელი დეგნანი: საქართველოს მიზეზი არ აქვს, რომ რუსეთზე იყოს დამოკიდებული

კელი დეგნანი: საქართველოს მიზეზი არ აქვს, რომ რუსეთზე იყოს დამოკიდებული

სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს მთავრობა თუ არა, საქართველოს პრეზიდენტი უთუოდ უნდა ყოფილიყო დღეს კიევში

სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს მთავრობა თუ არა, საქართველოს პრეზიდენტი უთუოდ უნდა ყოფილიყო დღეს კიევში

 

აშშ-ის საელჩო: პუტინის მსგავს დიქტატორებს ავიწყდებათ, რომ „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია”

აშშ-ის საელჩო: პუტინის მსგავს დიქტატორებს ავიწყდებათ, რომ „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია”

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend