ატლანტიკური საბჭოს კვლევითმა ლაბორატორიამ (DFRlab) უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით ვრცელი კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც ეხება კრემლის მიერ საინფორმაციო სივრცეში ომამდე და ომის შემდგომ გავრცელებულ რიტორიკას. მკვლევრებმა 10 ათასზე მეტი სტატია გააანალიზეს.
Miss yesterday's presentations and expert round table discussion on Russian narratives used to justify the invasion of Ukraine? We got you.
Ft. @GrahamBrookie, @nikaaleksejeva, @r_osadchuk, @terrelljstarr, @ksurrealistic, @TsybulskaLiubov, and @ak_mack. https://t.co/2BZJ87C5mn
— DFRLab (@DFRLab) February 23, 2023
კვლევის მიხედვით, ომის დაწყებისთანავე რუსული პროპაგანდა მომართული იყო უკრაინის დემორალიზაციისკენ, რა დროსაც ავრცელებდა ყალბ ამბებს, მაგალითად Deepfake ვიდეოს, თითქოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ დატოვა ქვეყანა და უკრაინელ სამხედროებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა.
ატლანტიკური საბჭოს დასკვნით, თავდაპირებალდ პროკრელმისტური ნარატივის ერთ-ერტი ტაქტიკა იყო უკრაინელების დაშინება, რათა დაერწმუნათ ადამიანები იმაში, რომ რუსეთი დაუმარცხებელია.
რუსული საინფორმაციო ოპერაციები ასევე მიმართული იყო მეზობელი ქვეყნების და უკრაინის მოკავშირე ქვეყნების მიმართ.
ატლანტიკურმა საბჭომ შეისწავლა რიტორიკა პოლონეთის, საფრანგეთის და ასევე საქართველოს მიმართ. როგორც ატლატიკური საბჭო აღნიშნავს, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს რუსეთის მავნე ზემოქმედების მუდმივი სამიზნეა საინფორმაციო კუთხით.
ასევე კველვაში საუბარი იმის შესახებ, თუ როგორც გაიზარდა ანტიდასავლური რიტორიკა, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც საქართველომ არ მიიღო კანდიდატის სტატუსი, რაშიც ხელისუფლებას საინფორმაციო ველში გასავრცელებლად ეხმარებიან პროსახელისუფლებო ექსპერტები.
ღია წყაროების კვლევის მეთოდებით, ატლატიკური საბჭო ამონიტორინგებდა რუსეთის ოპერაციებს მიწასა და ციფრულ სამყაროში დაწყებული თანამგზავრული ფოტოებიდან დამთავრებული სოციალური ქსელის ჯგუფებამდე.
რუსული პროპაგანდა საინფორმაციო სპეცოპერაციებისთვის ბევრ მეთოდს იყენებს და თითეული რეგიონისთვის მიდგომები განსხვავებულია. ევრონიუს ჯორჯიასთან ამ თემაზე DFRlab-ის მკვლევარმა სოფო გელავამ ისაუბრა.