მთავარიაზიაჩინეთიჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 12-პუნქტიანი პოზიცია "უკრაინის კრიზისის" დასაძლევად

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 12-პუნქტიანი პოზიცია “უკრაინის კრიზისის” დასაძლევად

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „უკრაინის კრიზისის“ პოლიტიკური გადაწყვეტის შესახებ 12-პუნქტიანი პოზიცია გამოაქვეყნა.

პირველ პუნქტშივე პეკინი აცხადებს, რომ აუცილებელია, დაცული იყო საერთაშორისო სამართალი, ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი.

მეორე პუნქტში ჩინეთი მოუწოდებს მსოფლიოს, რომ უარი ეთქვას „ცივი ომის მენტალიტეტს“ , რომლის თანახმადაც ქვეყნის უსაფრთხოება მიღწეული არ უნდა იყოს სამხედრო ბლოკების განმტკიცების, ან გაფართოების გზით და ყველა ქვეყნის უსაფრთხოების კანონიერი ინტერესები და შეშფოთება სათანადოდ უნდა იყოს გათვალისწინებული.

ასევე ჩინეთი ყველა მხარეს მოუწოდებს, გამოიჩინონ თავშეკავება და დაეხმარონ უკრაინასა და რუსეთს, რაც შეიძლება სწრაფად განახლდეს დიალოგი და შეიქმნას სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის შესაბამისი პლატფორმა.

პეკინი პოზიციას გამოხატავს სანქციების მიმართაც. ჩინეთის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ „ცალმხრივი სანქციები“ უნდა შეწყდეს, რადგან ეს მხოლოდ ახალ პრობლემებს ქმნის.  „ცალმხრივად“ პეკინი მიიჩნევს სანქციებს, რომლებიც არ არის დამტკიცებული გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ.

დანარჩენ პუნქტებში ომის შესახებ პეკინი აცხადებს, რომ აუცილებელია გადაილახოს ჰუმანიტარული კრიზისი, დაცული იყოს მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამხედრო ტყვეების უფლებები, შემცირდეს რისკები ბირთვული კრიზისის თავიდან ასაცილებლად, შენარჩუნდეს მარცვლეულის ექსპორტის მარშრუტები, რომელიც გაწერილია „მარცვლეულის ექსპორტის შესახებ“ შეთანხმებაში.

ბოლო პუნქტები ეხება მრეწველობის სტაბილურობის და პოსტკონფლიქტური აღდგენის ხელშეწყობას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend