მთავარიმსოფლიოევროპაევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში: უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში: უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა

უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა, – წერია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ფეისბუკის გვერდზე.

„ერთი წლის წინ, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი სრულმასშტაბიანი აგრესია დაიწყო.

ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას. ჩვენი ერთიანობა თანამოაზრე პარტნიორებთან ურყევია და ერთად ვახორციელებთ უპრეცედენტო ქმედებებს.

უკრაინა იბრძვის იმ ღირებულებებისთვის, რომლებსაც ევროპა ეფუძნება. უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა.

უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. დიდება უკრაინას!“, – წერია ფეისბუკით გავრცელებულ განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend