მთავარიმსოფლიოევროპაევროკავშირში 50%-ით გაიზარდა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა

ევროკავშირში 50%-ით გაიზარდა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა

თითქმის ერთმა მილიონმა ადამიანმა მოითხოვა თავშესაფარი ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე, შვეიცარიასა და ნორვეგიაში 2022 წელს.

ეს მაჩვენებელი წინა წლის მონაცემებთან შედარებით 50 პროცენტითაა გაზრდილი. მიუხედავად იმისა, რომ მათმა უმეტესობამ საზღვარი ლეგალურად გადაკვეთა, არიან ისეთებიც, რომლებიც გემებისა და ნავების საშულებით არაკნონიერად მოხვდნენ ევროპულ ქვეყნებში.

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს ინფორმაციით, ყველაზე მეტი, 132 000 განაცხადი სირიელებისგან შევიდა, შემდეგ არის ავღანელების 129 000 განაცხადი, ხოლო მესამე ადგილს ეთნიკურად თურქები იკავებენ, 55 000 განაცხადით.

ეს მონაცემები არ მოიცავს ოთხ მილიონ უკრაინელზე მეტს, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საბრძოლო მოქმდებებს გაექცნენ.

ეს არის თავშესაფრის მოთხოვნის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2015-ისა და 2016 წლის ლტოლვილთა კრიზისის შემდეგ. ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა ზრდას კოვიდ-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებასა და გაუქმებას, ასევე მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებსა და საკვების კრიზის უკავშირებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend