მთავარიმსოფლიობაიდენისა და პუტინის მიმართვები

ბაიდენისა და პუტინის მიმართვები

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ უკრაინაში რუსული არმიის მარცხამდე წინ ბევრი მძიმე დღე არის.

ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები და მოკავშირე სახელმწიფოები უკრაინისთვის დახმარების გაწევას არ შეაჩერებენ.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა მნიშვნელოვანი სიტყვა წარმოთქვა, მან მკაფიოდ განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ აპირებს უკრაინა რუსული აგრესიის პირისპირ მარტო დატოვოს. ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერესებულია, რომ რუსეთის მეზობელ სხვა სახელმწიფოებსაც ჰქონდეთ შესაბამისი რესურსი, რომ რუსულ აგრესიას წინააღმდეგობა გაუწიონ. გამარჯვებული პუტინი მეზობელი სახელმწიფოებისთვის შიშისმომგვრელია და ეს მოცემულობა რეგიონის ბევრ სახელმწიფოს ინტერესებს ეწინააღმდეგება”, – საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი იან ჰურდი

ვლადიმერ პუტინის ყოფილი თანაშემწე კი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ წარმოთქმულ სიტყვაში ახალი არაფერი თქმულა.

„ყველას კარგად ესმის რომ ვითარება რთულდება. სახელმწიფო გამოუვალი მდგომარეობისკენ მიექანება. პუტინის აქვს იმედი, რომ ერთი და იმავე გზავნილების გამეორებით მოსახლეობის დარწმუნებას შეძლებს, მას არ აქვს ახალი არგუმენტები, მისი მიზანი მოსახლეობის სიცრუეში დარწმუნებაა. ახალი მას არაფერი უთქვამს”, – ვლადიმერ პუტინის ყოფილი თანაშემწე აბბას გალიამოვი.

ვლადიმერ პუტინის მიერ წარმოთქმულ სიტყვას გამოეხმაურნენ ანექსირებულ ყირიმშიც.

„მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის ამ სიტყვამ ქვეყანას ერთიანობა შემატა, ვფიქრობ, რომ წინსვლა აუცილებელია, ის საქმეს კარგად ართმევს თავს, მე მას მხარს ვუჭერ. ახლა ყველას უჭირს, პოლიტიკურად და ეკონომიკურად, მიუხედავად ამისა უპირატესობას შევინარჩუნებთ”, – ყირიმის მკვიდრი ივან ბატკო.

უკრაინის დედაქალაქში კი ამბობენ, რომ მათ ვლადიმერ პუტინის არ ეშინიათ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend