მთავარისაქართველოალექსანდრ ლუკაშენკასა და ასლან ბჟანიას შეხვედრას პოლიტიკოსები აფასებენ

ალექსანდრ ლუკაშენკასა და ასლან ბჟანიას შეხვედრას პოლიტიკოსები აფასებენ

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკასა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას შორის გამართულ შეხვედრას ქართულ პოლიტიკურ წრეებში აფასებენ. ალექსანდ ლუკაშენკამ ასლან ბჟანია მინსკში 21 თებერვალს მიიწვია, თანაც შეხვედრისას აღნიშნა, რომ არ ესმის, რატომ რეაგირებს თბილისი ასე მწვავედ მათ მეგობრობაზე.

ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ეს იყო კიდევ ერთი შეურაცხმყოფელი ფაქტი საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის მიმართ.

ბელარუსში ვიზიტით მყოფმა აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც, ბელარუსის მოქალაქეებს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვიზის გარეშე ყოფნის ვადა გაუხანგრძლივდათ. აქამდე ბელარუსის მოქალაქეებს აფხაზეთში ე.წ. ვიზის გარეშე ყოფნა მხოლოდ 14 დღით შეეძლოთ. მედიასთან საუბრისას ბჟანიას არ დაუკონკრეტებია, რამდენი ხნით გახანგრძლივდა ეს ვადა.

მმართველ გუნდში ამბობენ, ხელისუფლება აღნიშნულ „ვიზიტს“ გმობს და ამასთანავე, არაღიარების კუთხით სტატუს-კვოს შენარჩუნების მიზნით, ყველაფერს გააკეთებს.

ბელარუსის რესპუბლიკაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ვიზიტი დაგმეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. უწყება ბელარუსს მოუწოდებს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend