მთავარიგადაცემებიSmart Regionsსუპერტელესკოპი, რომელიც სამყაროს სიღრმეში იხედება

სუპერტელესკოპი, რომელიც სამყაროს სიღრმეში იხედება

ნიდერლანდებში სოფელ ექსლოში ანტენები წრისებურად არიან განთავსებული. ეს ყველაზე დიდი პანევროპული რადიოტელესკოპია – დაბალი სიხშირის ანტენების სადგური LOFAR-ი (Low Frequency Array) – რომელიც სამყაროს სიღრმეებს იკვლევს.

ევროპაში ამ სადგურის მსგავსი დაახლოებით 50 სადგურია, რომლებიც ათასობით ანტენისაგან შედგება.

მაიკე მევიუსი, ASTRON-ის მკვლევარი:

„რაც უფრო აშორებ ამ ანტენებს ერთმანეთს, მით უფრო ზუსტია ობიექტზე დაკვირვება.  LOFAR-ის საშუალებით სამყაროს წარმოშობის ადრეულ ეტაპს ვსწავლობთ. ჩვენ შეგვიძლია, დროში ძალიან უკან დავბრუნდეთ და დიდი აფეთქებიდან პირველი 500 მილიონი წლის წინ გავიხედოთ“.

ათასობით ანტენა

LOFAR-ის სუპერტელესკოპი 13 წლის წინ შეიქმნა. დისკური ტელესკოპებისგან განსხვავებით, ამ პანევროპული ტელესკოპის ათასობით ანტენა უფრო მგრძნობიარეა დაბალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ტალღების მიმართ და შეგვიძლია ერთბაშად დავინახოთ მთელი ცა.

სხვადასხვა სადგურზე დამუშავებული მონაცემები ერთ სუპერკომპიუტერში ინახება და მათ პროექტის სათავო ოფისში  ASTRON-ში ამუშავებენ. მაგრამ როგორია დამუშავების პროცესი და რას აკვირდებიან?

„ჩვენ მიღებული სიგნალის მილიონჯერ გაზრდა შეგვიძლია,“ – ამბობსვიმ ვან კაპელენი , ASTRON-ის პროგრამის მენეჯერი . „და რასაც ამ გამოსახულებაზე ხედავთ წითელ და და ყვითელ ფერში, სწორედ ესაა ის სიგნალი, რომელსაც ვეძებთ. ჩვენ შეგვიძლია, სხვა პლანეტებს შევხედოთ, მაგრამ შეგვიძლია უფრო შორს გავიხედოთ გალაქტიკებსა და შავ ხვრელებში, რომლებიც ჩვენგან ძალიან შორსაა და ვცადოთ გაგება, თუ როგორ წარმოიშვა სამყარო.“

პროექტის მონაწილეები

LOFAR -ის პროექტში 10 ქვეყანაა (w ჩართული: ნიდერლანდები, ირლანდია, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, ლატვია, შვედეთი, იტალია და ბულგარეთი. . ამ ქვეყნების 54 სადგურზე 110 ათასი ანტენა დგას.

ამ პროექტში ევროპის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფარგლებში 10 მილიონ 800 ათას ევროზე მეტია ჩადებული. პროექტის სრული ბიუჯეტი კი რანდენიმე ათეული მილიონი ევროა.

Neways Electronics-ი რეგიონის იმ მაღალ-ტექნოლოგიურ კომპანიებს მიეკუთვნება, რომლებიც LOFAR ისე-ს თი პრობლემის გადაჭრაში ეხმარებიან, როგორიცაა ასობით ათასი  იაფი ანტენის შექმნა, რომლებსაც ფართო არეალისთვის უწყვეტად შეუძლიათ მონაცემების მიწოდება.

LOFAR ანტენების  ელექტრონული მიკროსქემები აქ იწარმოება. მეცნიერება და ტექნოლოგია ერთმანეთს ავსებს.

მიშელ პოსტმა. Neways Electronics-ის მმართველი დირექტორი:

„ეს ძალიან კომპლექსური მიკროსქემაა, რომელსაც ასტრონისთვის ASTRON ვაწარმოებთ.  მიკროსქემა სულ 6 ათასი კომპონენეტისგან შედგება. ასეთი რთული მიკროსქემები რომ გვეწარმოებინა, იძულებული გავხდით, ძალიან დაგვეხვეწა ჩვენი  წარმოების ტექნოლოგია“.

LOFAR-i ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ  იმ 15 პროექტს შორისაა, რომლებიც ბოლო RegioStars-ის დაჯილდოების გამარჯვებულები არიან.

ავტორი: ავრორა ველესი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend