მთავარისაქართველო„რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი“ - 260 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის ერთობლივი...

„რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი“ – 260 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის ერთობლივი განცხადება

„მიგვაჩნია, რომ ამ რუსული კანონის მიღების მცდელობა მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ

„რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი“ – 260 არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ,“ რომელსაც მხარს პარლამენტის თავმჯდომარე და უმრავლესობის სხვა წევრები უჭერენ.

სამოქალაქო სექტორის წევრების განცხადებით, კანონის მიღება მიზნად ისახავს საქართველოში მოწყვლადი ჯგუფების დაუცველად დარჩენას.

„მიგვაჩნია, რომ ამ რუსული კანონის მიღების მცდელობა მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. რუსეთში ანალოგიური კანონის მიღების შემდეგ ბევრმა ორგანიზაციამ უარი თქვა მის აღსრულებაზე და დაიხურა. ვინც განაგრძო ფუნქციონირება, მზარდი კონტროლის, შევიწროებისა და რეპრესიების მსხვერპლი გახდა. რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი, რისთვისაც ათწლეულებია ვიბრძვით. ამ კანონპროექტის მიღება იქნება შეტევა მთავარ ქართულ ფასეულობებზე – ღირსების განცდაზე, დამოუკიდებლობასა და სამოქალაქო სოლიდარობაზე. გარდა ამისა, კანონპროექტის მიღება სერიოზულად დააზიანებს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს, მათ შორის დააბრკოლებს საქართველოს სვლას ევროკავშირის წევრობისკენ, რომლის არც ერთ წევრ ქვეყანაში მსგავსი კანონი არ მოქმედებს “, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს 260 არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია აწერს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend