მთავარისაქართველოკონფერენცია: „მარილის შემცირების სტრატეგიები საქართველოში“

კონფერენცია: „მარილის შემცირების სტრატეგიები საქართველოში“

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით - მარილის მაღალი მოხმარება არტერიული ჰიპერტენზიისა და სხვა არაგადამდები დაავადებების მთავარი რისკფაქტორია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით – მარილის მაღალი მოხმარება არტერიული ჰიპერტენზიისა და სხვა არაგადამდები დაავადებების მთავარი რისკფაქტორია. და ის, ავადობისა და სიკვდილობის ძირითადი მიზეზია როგორც გლობალურად, ასევე საქართველოში.

დღეს საქართველოში მარილის მოხმარებაზე იმსჯელეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა.

კონფერენციაზე, სახელწოდებით – „მარილის შემცირების სტრატეგიები საქართველოში“ – სპეციალისტებმა, მარილის მოხმარების თვისებრივი კვლევის ანგარიშები, ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები და მარილის შემცირების საკომუნიკაციო კამპანია მიმოიხილეს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით საქართველოში არაგადამდები, განსაკუთრებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალი ტვირთის შესამცირებლად აუცილებელია მარილის მოხმარებისა და ჰიპერტენზიის კონტროლის ინტეგრირებული და ყოვლისმომცველი მიდგომების დანერგვა და ამ ინიციატივას ათასობით სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.

“საქართველოში, მაღალი არტერიული წნევა მოსახლეობის, დაახლოებით, 40%-ს აწუხებს. თქვენს ქვეყანაში, მარილის მოხმარება ძალიან მაღალ ნიშნულზეა, განსაკუთრებით – მამაკაცებში. ეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების დოზაზე ორჯერ მეტია. საქართველოში, მარილის მოხმარება კულტურულ ასპექტებთანაც არის დაკავშირებული. ადამიანები, მარილს საკვების მომზადების პროცესშიც ამატებენ. ეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კუთხით დიდი პრობლემას წარმოადგენს. თუმცა, ეს ასევე ეხება, ეკონომიკას, საკვებ ინდუსტრიას, ტურიზმს, სამოქალაქო საზოგადოებას და ბევრ სხვა დარგს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ამ პლატფორმის ფარგლებში, მარილის შემცირების სტრატეგიაზე ვიმსჯელეთ”, – განაცხადა სილვიუ დომენტემ, საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend