მთავარიევროპაუკრაინარუსული არმიის იერიში ბახმუტის დასაპყრობად გრძელდება

რუსული არმიის იერიში ბახმუტის დასაპყრობად გრძელდება

ბახმუტში რუსული არმიის იერიში არ წყდება. ქალაქი თითქმის მთლიანად დანგრეულია. განუწყვეტლივ ისმის აფეთქებების ხმა. რუსულმა არმიამ დონბასის დაპყრობის მიზნით ძალისხმევა გააძლიერა. ბრძოლები კი უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

„დონბასში ვითარება რთულია. ბრძოლა გრძელდება. ფარ-ხმალს არ ვყრით. მტერს დიდი ზიანს ვაყენებთ. მუდამ ვამბობ, რომ, რაც უფრო დიდ დანაკარგებს მიიღებს რუსული არმია დონბასში, ბახმუტში, ვუჰლედარში, მარინკასა და კრემინაში, მით მალე მოვიპოვებთ გამარჯვებას”, –  ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინული მხარისთვის ბახმუტი გამძლეობის სიმბოლოდ არის ქცეული, ბახმუტისთვის ბრძოლაში რუსული არმიის ყველაზე ბრძოლისუნარიანი შენაერთები იღებენ დანაკარგებს, ეს კი უკრაინული არმიის კონტრშეტევის წარმატების შანსებს ზრდის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend