მთავარიევრონიუს ჯორჯიას სტუმარიმწვანე ტექნოლოგიები - EBRD-ის რეგიონული წარმომადგენელი, კონსტანტინე კინწურაშვილი

მწვანე ტექნოლოგიები – EBRD-ის რეგიონული წარმომადგენელი, კონსტანტინე კინწურაშვილი

„მწვანე დაფინანსება მდგრადი ეკონომიკისთვის” – ამ სახელწოდების კონფერენცია გაიმართა გუშინ თბილისში, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს ეროვნულ ბანკთან და საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან ერთად უმასპინძლა.

ღონისძიების მთავარი მიზანი იყო დაინტერესებულ მხარეებში გაეზარდა ცნობიერება ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა მდგრადი დაფინანსება და მწვანე ტექნოლოგიებით ვაჭრობა. კონფერენციაზე ისაუბრეს იმ რისკებზე, რომელიც შესაძლოა წარმოშვას კლიმატის ცვლილებამ კერძო სექტორსა და ზოგადად საბანკო სისტემაში.

ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში კლიმატურ საკითხებში EBRD-ის რეგიონულმა წარმომადგენელმა, კონსტანტინე კინწურაშვილმა ისაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend