მთავარიევროპაგერმანიამიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია

მიუნხენში ათასობით პოლიციელია მობილიზებული.

უსაფრთხოების კონფერენცია, რომელიც სამხრეთ გერმანულ ქალაქ დღეს, 17 თებერვალს დაიწყო, სამ დღეს გასტანს.

კონფერენციაზე დასასწრებად მიუნხენში სხვადასხვა სახელმწიფოს 45 მეთაური და მაღალჩინოსანია ჩასული.

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე – პრეზიდენტი, კამალა ჰარისი, საფრანგეთის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერებთან ერთად უკრაინაში მიმდინარე ომს განიხილავს.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი აცხადებს, რომ ეს ომი მხოლოდ ევროპისთვის არ წარმოადგენს საშიშროებას.

„წლევანდელი კონფერენცია იმართება უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. ეს ევროპის მიწაზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ომია. ეს არ გახლავთ მხოლოდ ევროპისთვის გამოწვევა. ეს ეხება მოსკოვის გლობალურ ამბიციებს”, – განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 1963 წლიდან ყოველწლიურად იმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend