მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტმა, დევიდ მალპასმა მიიღი გადაწყვეტილება, რომ თანამდებობიდან 30 ივნისამდე გადადგეს – ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს.
დევიდ მალპასს თანამდებობიდან წასვლის მიზეზი არ დაუსახელებია, თუმცა მისი მმართველობის პერიოდი ბევრისთვის საკამათო საკითხი გახდა.
მანამდე იგი დონალდ ტრამპის მთავრობაში ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა და მას ხშირად აკრიტიკებდნენ კლიმატის ცვლილებისადმი დამოკიდებულების გამო.
მალპასს ნათქვამი აქვს, რომ არ სჯერა, რომ წიაღისეული საწვავი კლიმატის ცვლილებაზე მოქმედებს.
მსოფლიო ბანკი 189 სახელმწიფოსგან შემდგარი ჯგუფია, რომლისგანაც განვითარებადი ქვეყნები სიღარიბის დასაძლევად ფულს სესხულობენ.
დევიდ მალპასს მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის თანამდებობა 4 წელზე მეტია უკავია.