მთავარიევროპაგერმანიაკლიმატის ცვლილება და პროტესტი გერმანიაში

კლიმატის ცვლილება და პროტესტი გერმანიაში

კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საფრთხე სულ უფრო მეტად იზრდება. ხალხი მთელი ევროპის მასშტაბით პროტესტის უფრო რადიკალურ ფორმებს მიმართავს. პროტესტის ფარგლებში მსვლელობის ნაცვლად ისინი  სხვადასხვა საგანს ღებავენ, აწებებენ და ქუჩაში ყრიან. ამას კი იმით ხსნიან, რომ პრობლემის მოსაგვარებლად  დრო იწურება.

2022 წელს ორგანიზაცია „ბოლო თაობის“ აქტივისტებმა გერმანიაში  276 ქუჩა  გადაკეტეს. ისინი მოითხოვდნენ გერმანულ ავტობანებზე სიჩქარის 100 კმ/სთ-ამდე შეზღუდვასა და ქვანახშირის გამოყენების აკრძალვას.

პროტესტის მონაწილეს ჯოელ შმიტს სურს,  ხელისუფლება მიხვდეს, რომ 2023 წელს კიდევ ერთი სოფელი განადგურდება ლიგნიტის მოპოვების გამო.

მთავრობასა და ენერგოკომპანიას შორის შეთანხმებაა გაფორმებული. ქვანახშირის მოპოვება არა 2038 წლამდე, არამედ 2030 წლამდე ეტაპობრივად შეწყდება. მანამდე კი სამუშაოები გაგრძელდება.

გერმანიაში მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ღია მაღაროა, რომელშიც ლიგნიტი მოიპოვება. სამუშაოები ახლაც გრძელდება. სწორედ ამიტომ გამოვიდნენ ადამიანები ქუჩაში. მათ კლიმატური კოლაფსის ეშინიათ.

ბევრი აქტივისტი არაკანონიერ მეთოდებს მიმართავს. ისინი დაჯარიმებისა და დაპატიმრებისთვსაც კი მზად არიან. რამდენად გამართლებულია ასეთი საქციელი?

ჯოელ შმიტის თქმით, მსოფლიო პირდაპირ კლიმატური კოლაფსისკენ მიემართება. ამიტომ მათ ვერ შეაჩერებს  ვერც სახლების ჩხრეკა, ვერც ძალადობრივი მუქარები და ვერც დაპატიმრების შიში. ისინი იბრძვიან უკეთესი მომავლისთვის. ჯოელ შმიტმა ციხეში 23 დღე გაატარა.

გათავისულებიდან ერთი კვირის შემდეგ იმავე ადგილას დაბრუნდა და იგივე ქუჩა გადაკეტა, რისთვისაც დამატებით ერთი კვირა მიუსაჯეს.

ახლა საზოგადოებას  აინტერესებს,  ბრაზი და სასოწარკვეთა აქტივისტებს უფრო რადიკალური ნაბიჯებისკენ უბიძგებს, თუ მათი ქმედებები პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე იმოქმედებს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend