მთავარიევროპაესპანეთიესპანელი ფერმერები მთავრობისგან 300 მილიონიანი დახმარების პაკეტს მიიღებენ

ესპანელი ფერმერები მთავრობისგან 300 მილიონიანი დახმარების პაკეტს მიიღებენ

ფრანცისკო ხოსე სანჩესი, ფერმერია ესპანეთიდან, რომლისთვისაც ეს საქმიანობა საოჯახო ტრადიცია და და ბიზნესია. მას ფერმერულ მეურნეობაში ძირითადად ხორბალი, შვრია და ქერი მოჰყავს. ამ საქმეში კი ძმა ეხმარება. ძმები 70 ჰექტარ ფართობს ფლობენ.

იმისთვის, რომ მოსავალი დიდი იყოს, ამხელა მიწის დამუშავება ბევრ სასუქსა და სხვა მასალას საჭიროებს. ფრანცისკო, საქმიანობაში ძირითადად უკრაინულ პროდუქციას იყენებდა, თუმცა ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ომის დაწყების შემდეგ, ამბობს, რომ ყველაფერი შეიცვალა.

„ჩვენი მიწისთვის სასუქი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აქ მიწას საკვები ხელოვნურად სჭირდება, რადგან მშრალი ჰავაა და იშვიათად წვიმს. შესაბამისად ნიადაგი ბუნებრივად ვერ ნოყიერდება. თუ შესაბამისად არ გამოვიყენებთ საჭირო სასუქს, მაშინ მოსავალი არ გვექნება, ან იმდენად ცუდი იქნება, რომ ვერაფერში გამოვიყენებთ. იცით, რომ ხარისხის სტანდარტები მაღალია, მათ შორის ცხოველთა კვებაშიც. უკრაინული სასუქებით მომარაგებას გართულდა და ყველაფერი გაძვირდა“, – ამბობს ფრანცისკო.

გასული წლის 24 თებერვლიდან, მას შემდეგ რაც რუსეთი უმოწყალოდ შეიჭრა უკრაინაში, გლობალური ეკონომიკა, მათ შორის სოფლის მეურნეობის დარგები, მნიშვნელოვან კრიზისს განიცდის. აგროკულტურული მეურნეობები ევროკავშირის ქვეყნებში, დიდად იყო დამოკიდებული უკრაინაში წარმოებულ სასუქებზე, შხამ-ქიმიკატებსა და პესტიციდებზე. ომის შემდეგ კი ევროპულ ბაზარზე უკრაინული პროდუქცია ან საერთოდ გაქრა, ან გვიან ხდება მიწოდება.

ესპანეთის მცირე ფერმერთა და მეცხოველეობის კავშირის გენერალური მდივანი იესო ანჩუელო ამბობს, რომ პროდუქციაზე ფასები იმდენად გაზრდილია, რომ ფერმერები გაკოტრების ზღვარზე არიან.

„მთავრობამ დაინახა, რომ კრიზისის წინაშე ვდგავართ და დახმარების პაკეტი შემოგვთავაზა, რომელიც სასუქების შესაძენადაა განკუთვნილი. მაღალი ფასები ართულებს მიწაზე სასუქების შეტანას. თიტო ჰექტარზე მთავრობამ 22 ევრო გამოყო, რაც ფაქტობრივად ნორმალურია და საკმარისი ამ ეტაპისთვის. შარშანდელთან შედარებით პროდუქციის ღირებულება გაორმაგებულია“, – აცხადებს იესო ანჩუელო.

აქამდე, ესპანეთის მთავრობა ფერმერებს 2 სასუქების შესაძენად წელიწადში მოლოდ 2 მილიონი ევროთი ეხმარებოდა, რადგან ბაზარზე არსებული სიტუაცია და ფასები მისაღები იყო. ახლა კი დახმარების პაკეტი 300 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

„წარმოებისას, სასუქებზე ფერმერების დანახარჯები თითქმის 15%-ს შეადგენს. ეს არც ისე მცირე დანახარჯია და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პროდუქციის ხარისხსა და ფერმერის მოტივაციაზე. ამიტომ გავზარდეთ დახმარების პაკეტი“, – განაცხადა მინისტრმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ომის გავლენით მსოფლიოში სოფლის მეურნეობის გლობალური დანაკარგი ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს. სამომხმარებლო ფასები კი წელს 7%-ზე მეტით გაიზრდება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend