გორში 10 ახალი ტურისტული მიმართულება გაიხსნა. პროექტი სახელწოდებით „აღმოაჩინე გორი“, USAID-ის, Zinc Network-ის, გორის მერიისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.
პროექტის მიზანია გორის ტურისტული პოტენციალი გაზარდოს და ქალაქის ვიზიტორებს საშუალება მისცეს გორის წარსული აღმოაჩინონ.
ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში IDFI-ის მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ და Zinc Network-ის პროექტების კოორდინატორმა, ჟანა სირბილაძემ ისაუბრეს