მთავარიამერიკააშშსათვალთვალო აეროსტატების საკითხი აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობას ამწვავებს

სათვალთვალო აეროსტატების საკითხი აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობას ამწვავებს

სავარაუდოდ, ჩინური სათვალთვალო აეროსტატისა და კიდევ 3 ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო სივრცეში გამოჩენის გამო ვაშინგტონსა და პეკინს შორის ურთიერთობა იძაბება.

ამ სამი ობიექტის შესახებ ჯერჯერობით არაფერს ამბობენ. თუმცა თეთრ სახლს თავისი ვარაუდი აქვს.

თეთრი სახლის პრესმდივანი კარინ ჟან-პიერი ამბობს, რომ ობიექტებთან  დაკავშირებით საზოგადოებას ბევრი კითხვა აქვს.  თუმცა, მისი თქმით, ერთი რამ ცხადია, ეს ობიექტები უცხოპლანეტელებს ნამდვილად არ გამოუგზავნიათ.

თეთრ სახლში მიიჩნიეს, რომ აუცილებელი იყო მფრინავი ობიექტების ჩამოგდება, რადგან, პირველ რიგში,  ის საფრთხეს უქმნიდა კომერციულ საჰაერო მიმოსვლას. შეერთებულ შტატებში აცხადებენ, რომ ჩინეთის აეროსტატების პროგრამა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებთან არის დაკავშირებული.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის ჯონ კირბის თქმით, მათ არ ჰქონდათ მინიშნება, რომ ამ მფრინავ ობიექტებს  სათვალთვალოდ იყენებდნენ, თუმცა ვერც ამას გამორიცხავდნენ. ამიტომ  მათ ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედეს.

პეკინმა თავიდან უარყო ინფორმაცია და შეერთებული შტატები მიღებული გადაწყვეტილებისა და შესაბამისი  რეაქციისთვის გააკრიტიკა, თუმცა ახლა აცხადებენ, რომ ვაშინგტონსაც გაუგზავნია აეროსტატები ჩინეთის საჰაერო სივრცეში.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის ვანგ ვენბინის განცხადებით, შეერთებული შტატების აეროსტატებს უცხო ქვეყნების საჰაერო სივრცეში უკანონოდ ხშირად უშვებენ. მხოლოდ გასულ წელს ჩინეთის ნებართვის გარეშე ამერიკულმა აეროსტატებმა უკანონოდ 10-ჯერ გადაიფრინეს ჩინეთის საჰაერო სივრცეში. ვანგ ვენბიბს მიაჩნია,  რომ დაპირისპირების წაქეზებისა და ცილისწამების  ნაცვლად, შეერთებულმა შტატებმა უნდა გადახედოს საკუთარ ქმედებებს და შეცვალოს თავისი კურსი.

სათვალთვალო აეროსტატების საკითხი ორ უდიდეს სახელმწიფოს შორის ისედაც დაძაბულ ურთიერთობებს  კიდევ უფრო მეტად ამწვავებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend