მსოფლიოს მასშტაბით საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება, გლობალური დასაქმების ბაზარი მუდმივად ითხოვს ტექნოლოგიური მიმართულებით კვალიფიციურ კადრებს.
საქართველოში ტექნოლოგიური პროფესიების მხარდასაჭერად და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში კადრების კვალიფიკაციის გაზრდის მიზნით, ორგანიზაცია „მეიქინგ საიენს სვიფტმა“ USAID-ის მხარდაჭერით აქსელერაციის ანაზღაურებად პროგრამაზე მიღება გამოაცხადა აიტი და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით.
“ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში „სვიფტის“ დირექტორის მოადგილემ გიორგი აგლაძემ და USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“- ტრენინგების განვითარების ტექნიკურმა მრჩეველმა კაკი კერვალიშვილმა ისაუბრეს