მთავარისაქართველო16 რეკომენდაცია ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთისა და პრევენციისთვის

16 რეკომენდაცია ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთისა და პრევენციისთვის

ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთისა და პრევენციისთვის შესასრულებელი 16 საერთაშორისო რეკომენდაციის შესახებ დღეს, 13 თებერვალს დისკუსია გაიმართა.

სამი თემატური პანელის ფარგლებში კი ისეთ საკითხებზე იმსჯელეს, როგორებიცაა: გენდერული ძალადობის, მათ შორის, სქესობრივი დანაშაულის შესახებ კანონმდებლობა და გენდერულ ძალადობაზე სამართლებრივი რეაგირება და პრევენციის მექანიზმები; ძალადობისგან დაცვისა და დახმარების სერვისები, ასევე ინტერსექციური მიდგომა სხვადასხვა ჯგუფს მიკუთვნებულ ქალთა მიმართ.

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილეს თქმით, რეკომენდაციები ძალიან მნიშვნელოვანია, რათა შესრულდეს და გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები.

საქართველოს შესახებ „გრევიოს“ ანგარიში დადებითად აფასებს ხელისუფლების მიერ გადადგმულ რიგ ნაბიჯებს საქართველოს კანონმდებლობის, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ჩარჩოს სტამბოლის კონვენციის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

მიუხედავად ამისა, აღინიშნა, რომ საჭიროა შემდგომი საკანონმდებლო ცვლილებები, მაგალითად, შეიქმნას მეტი თავშესაფარი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის და სექსუალური ძალადობის კრიზისული რეფერალური ცენტრები.

დისკუსია სტამბოლის კონვენციის მხარეთა კომიტეტის მიერ შემუშავებულ 16 რეკომენდაციას დაეყრდნო, რომელიც „გრევიოს“ მიერ 2022 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ პირველ და საბაზისო დასკვნას ეფუძნება საქართველოში სტამბოლის კონვენციის შესრულების შესახებ.

რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშს საქართველო 2025 წლის ბოლოს წარუდგენს მხარეთა კომიტეტს, სადაც მომდევნო სამი წლის მანძილზე განხორციელებული პროგრესი და გამოწვევები იქნება ასახული.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend