გამომძიებელთა საერთაშორისო გუნდის წევრთა განცხადებით, მათ მოიპოვეს მტკიცებულებები, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გასცა აღმოსავლეთი უკრაინაში სეპარატისტებისთვის ისეთი შეიარაღების გადაცემის შესახებ, რომლის გამოყენებითაც მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
გამომძიებლები ამავე დროს აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რომ ვლადიმერ პუტინს ამ საკითხთან დაკავშირებით ბრალი წაუყენონ.
„ჩვენს მიერ მოპოვებული ჩანაწერების მიხედვით ნათელია, რომ ვლადიმერ პუტინი მხარს უჭერდა უკრაინელი სეპარატისტებისთვის შესაბამისი შეიარაღების გადაცემას. ვლადიმერ პუტინს, როგორც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს ამ საკითხთან დაკავშირებით ნებართვა უნდა გაეცა. სხვადასხვა წყაროებით დასტურდება ვლადიმერ პუტინის მონაწილეობა აღმოსავლეთი უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც“, – აცხადებს ნიდერლანდელი გამომძიებელმა ენდი კრააგმა.
რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველთვის უარყოფდნენ 2014 წლის 17 ივლისს აღმოსავლეთი უკრაინაში მალაიზური ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოგდებასთან კავშირს. შედეგად 298 ადამიანი დაიღუპა.
საქმეში მსჯავრდებული სამი პირიდან არცერთი არ იმყოფება საპატიმროში.