მთავარისაქართველოევანგელისტური ეკლესია შესაძლოა, სამლოცველო სახლის გარეშე დარჩეს

ევანგელისტური ეკლესია შესაძლოა, სამლოცველო სახლის გარეშე დარჩეს

საქმე ევანგელისური ეკლესიის პასტორის, ზაალ ტყეშელაშვილის წინააღმდეგ,  სასამართლოში შეტანილ სარჩელს ეხება, რომლის მიხედვითაც მოსარჩელე ეკლესიას მის მიერ შეწირული თანხის უკან დაბრუნებას სთხოვს

ევანგელისტური ეკლესია ერთადერთი სამლოცველო სახლის დაკარგვის წინაშე დგას.  სამლოცველოს, რომელიც შემოწირულობებით 5 წლის განმავლობაში შენდებოდა.

საქმე ევანგელისტური ეკლესიის პასტორის, ზაალ ტყეშელაშვილის წინააღმდეგ, სასამართლოში შეტანილ სარჩელს ეხება, რომლის მიხედვითაც მოსარჩელე ეკლესიას მის მიერ შეწირული თანხის უკან დაბრუნებას სთხოვს.

ბრალდების მხარის პოზიციები არ გაიზიარა საქალაქო სასამართლომ, თუმცა გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ და ეკლესიას 90 ათასი აშშ დოლარის გადახდა დაავალა. ეკლესიის პოზიციებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ იურისტები იცავენ, რომლებიც ამბობენ, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გაყალბებული დოკუმენტები ახლავს და შესაძლოა, ამის უკან რელიგიათა სახელმწიფო სააგენტო დგას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend