მთავარიკუბითურქეთში მომხდარი მიწისძვრის შესახებ გავრცელებული ყალბი ამბები

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შესახებ გავრცელებული ყალბი ამბები

სოციალურ ქსელში თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგების ამსახველი ფოტო და ვიდეო კადრების გავრცელება არ წყდება. მომხმარებლები აქტიურად აზიარებენ გადარჩენილი ბავშვების, ცხოველებისა და ზრდასრულების ფოტოებს, თუმცა ამავდროულად ზოგიერთი მათგანი ყალბია.

მასშტაბური ტრაგედიების დროს ძალიან ხშირად სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომელიც შეიძლება თემატური იყოს, თუმცა შეიცავდეს დეზინფორმაციას.

მაგალითად, ძაღლის ფოტო, რომელმაც ნანგრევებში მეპატრონე იპოვა და ცდილობს, რომ დაეხმაროს. ზუსტად იგივე ფოტო სოციალურ ქსელში უკვე 2020 წელს არსებობდა. ამის დადგენა კი შესაძლებელია გუგლის საძიებო სისტემაში ფოტოს ატვირთვით, რათა გამოჩნდეს პირველწყარო.

ასევე გავრცელდა არაერთი ყალბი ვიდეო, რომელის მიხედვით მიწისძვრის შემდეგ თურქეთს ცუნამი დაატყდა თავს. თურქულ მედიაში ამის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა და სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები გადაღებულია სხვა ქვეყნებში, სხვა დროს მომხდარი ცუნამიდან. მაგალითად, ეს ვიდეო გადაღებულია სულავესში 2018 წლის ცუნამის დროს.

ამის ფონზე, ვირისულად გავრცლედა მომხდარი მიწისძვრის შესახებ ჰოლანდიელი “სეისმოლოგის” ფრანკ ჰოგერბიტსის 3 თებერვლის პოსტი ტვიტერზე.

ჰოგერბიტსის მიხედვით, თურქეთის სამხრეთით აღმოსავლეთში,  იორდანიაში, სირიასა და ლიბანში 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა “ადრე თუ გვიან” მოხდებოდა.

„მითების დეტექტორის” ცნობით, ჰობერბიტსის შესახებ ჯერ კიდევ 2017 წელს წერდა ამერიკის ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია. ის პერიოდულად აქვეყნებს საკუთარ აზრს სავარაუდოდ მიწისძვრებთან დაკავშირებით და როგორც წესი პროგნოზებს მეცნიერებისთვის ისედაც ცნობილ სეისმურ ზონებზე  აკეთებს. მის თეორიის თანახმას პლანეტების განლაგებას მიწისძვრების პროგნოზირება შეუძლია,თუმცა ეს თეორია მეცნიერების მიერ დიდი ხანია უარყოფილია.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის განაცხადებით, არცერთ მეცნიერს არ შეუძლია, კონკრეტული მიწისძვრის პროგნოზირება, მაგრამ მას შეუძლია, გამოთვალოს მომავალი მიწისძვრების არეალის ალბათობა. საგულისხმოა, რომ ჰოხერბეიტსის სახელით არცერთი სამეცნიერო სტატია ან კვლევა არ იძებნება.

ემოციურ ფონზე ასევე გავრცელდა სოციალურ ქსელში საქართველოში, 9 თებერვალს მოსალოდნელი მიწისვრის შესახებ.

არსებული ინფორმაციით, დეზინფორმაცია თავდაპირველად “ვოცაპის” ჯგუფებში გავრცელდა. ამას გამოეხმაურა სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე, რომელიც ამბობს, რომ  ამ ეტაპზე მიწისძვრის საშიშროება არ არსებობს.

გოდოლაძის თქმით, ამ ეტაპზე აღმოსავლეთ ანატოლიის ქანების რღვევა არის გააქტიურებული, თუმცა ეს განსხვავებული ტექტონიკური ერთეულია და საქართველოსთან კავშირში არ აქვს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend