მთავარისაქართველოთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 105 წლისაა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 105 წლისაა

"აღმოსავლეთის მზეზე გაბრწყინებული კულტურა უფრო მშვენიერდება დასავლეთის აზროვნებასთან დაახლოებით. ევროპა გვიცნობდა და ჩვენ მას ვუყვარვართ" - განაცხადა ქართველმა პოეტმა და მთარგმნელმა ელისაბედ ორბელიანმა თსუ-ს გახსნის ცერემონიაზე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 105 წლისაა. კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს, ახალი სტილით 8 თებერვალს გაიხსნა.

იმ დროისთვის კავკასიის ერთადერთი და პირველი უნივერსიტეტის გახსნისას, ქართველმა პოეტმა და მთარგმნელმა ელისაბედ ორბელიანმა შემდეგი სიტყვა თქვა:

“ბატონებო! დიდი მღელვარებით აღსავსე გამოვდივარ თქვენ წინაშე, რადგანაც გათვალისწინებული მაქვს ამ წუთის სიდიადე და განსაკუთრებულად ვაფასებ იმ პატივს, რომელიც წილად მხვდა მე.
ვხსნით ჩვენს საკუთარ ქართულ უნივერსიტეტს და ამით ხელახლა ვნასკვავთ ჩვენი ძველი კულტურის შეწყვეტილ ძაფს.

აღმოსავლეთის მზეზე გაბრწყინებული კულტურა უფრო მშვენიერდება დასავლეთის აზროვნებასთან დაახლოებით. ევროპა გვიცნობდა და ჩვენ მას ვუყვარვართ. ჯერ კიდევ მე-14 საუკუნეში რომი გვიგზავნიდა მისიონერებს. მე-15 საუკუნეში ჩვენ ვუახლოვდებით საფრანგეთს… უკანასკნელმა ასმა წელმა ძალაუნებურად დაგვაშორა საფრანგეთის აზროვნების თავისუფალ აღორძინებას. ახლა საჭიროა დაკარგული დროის მოგებაც”, – ციტატის დასასრული.

ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც ქართველმა ხალხმა გადადგა მეოცე საუკუნის დასაწყისში, საქართველოს მიერ ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვებისა და ეროვნული დემოკრატიული სახელმწიფოს გამოცხადებამდე, სწორედ თბილისში ეროვნული უნივერსიტეტის შექმნა იყო. ამჟამად თსუ-ში ყოველწლიურად სტუდენტთა რიცხვი 30 000-ს, ხოლო პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობა 3 000-ს აღწევს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საუკეთესო გლობალური უნივერსიტეტის ჩამონათვალში 776-ე ადგილს იკავებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend