მთავარისაქართველოორწლიანი ძებნის შემდეგ ბადრი ესებუა დააკავეს

ორწლიანი ძებნის შემდეგ ბადრი ესებუა დააკავეს

საქართველოს შს სამინისტრომ ბადრი ესებუას დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაცია და ვიდეომასალა გაავრცელა. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ სამინისტრომ 2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმისთვის ძებნილი პირი – 1988 წელს დაბადებული ბ.ე. დააკავა.

მისი დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არსებული ინფორმაციით, ბადრი ესებუა სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს. შეგახსენებთ, რომ ბანკის ფილიალზე თავდასხმის დროს თავდამსხმელს რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად 43 ადამიანი ჰყავდა აყვანილი. გამოძიების ინფორმაციით, თავდამსხმელმა ბანკიდან ნახევარი მილიონი დოლარის წაღება შეძლო.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend