მთავარიამერიკააშშ„ამერიკა ერთიანია, ამერიკა ლიდერია“- ჯო ბაიდენის წლიური ანგარიში

„ამერიკა ერთიანია, ამერიკა ლიდერია“- ჯო ბაიდენის წლიური ანგარიში

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესის წინაშე წლიური ანგარიშით წარსდგა.

სახელმწიფოს 46 – ე პრეზიდენტმა საკუთარი სიტყვის უდიდესი ნაწილი შიდა პოლიტიკურ საკითხებზე საუბარს დაუთმო.

ჯო ბაიდენმა ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე რუსული ინტერვენციის შესახებ და მადლობა გადაუხადა კონგრესს უკრაინისთვის 30 მილიარდი ამერიკული დოლარის სამხედრო და ეკონომიკური მოცულობის დახმარების გაწევისთვის.

„ამ დარბაზში ერთი წლის წინ მოგმართეთ, უკრაინაში ვლადიმერ პუტინის მიერ ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე სისხლიანი კონფლიქტია. პუტინის ომი ჩვენი გამოცდაა. ეს ამერიკის გამოცდაა. ეს მსოფლიოს გამოცდაა. მათ აინტერესებდათ დავიცავდით თუ არა ჩვენს პრინციპებს, სუვერენიტეტს, ხალხის უფლებას ეცხოვრათ თავისუფლად. ერთი წლის შემდეგ, ჩვენ გვაქვს ამ კითხვაზე პასუხი. ჩვენ მზად ვიყავით ამ გამოცდისთვის. ჩვენ ჩვენი პრინციპები დავიცავით. ამერიკა ერთიანია, ამერიკა ლიდერია, ნატო ერთიანია და კოალიცია ერთიანია. ჩვენ პუტინის აგრესიას სათანადო პასუხს ვცემთ. უკრაინელ ერს მხარს ვუჭერთ”, – განცხადა ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა ისაუბრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შესახებაც.

„მე მზად ვარ, ჩინურ მხარესთან თანამშრომლობისთვის, ყველა მიმართულებით, რაც ჩვენს ინტერესებს წაადგება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ჩვენს სუვერენიტეტს ემუქრება ჩვენ უკან დავიხევთ. ჩინეთთან კონკურენციაში გამარჯვება ჩვენს ინტერესებშია. ჩვენს წინაშე ბევრი გამოწვევაა, ბოლო ორი წლის განმავლობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატია დარტყმის ქვეშ არის“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ეს პრეზიდენტის რანგში ჯო ბაიდენის მეორე წლიური ანგარიში იყო.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:51

Sony World Photography Awards 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend