მთავარიევროპარუსეთირუსეთში ვადაგასული პროდუქტების ბაზრებში ხალხმრავლობაა

რუსეთში ვადაგასული პროდუქტების ბაზრებში ხალხმრავლობაა

მაშინ, როცა სხვა ქვეყნის ტერიტორიების დასაპყრობად მოსკოვი სამხედრო წარმოებას აფართოებს და ფულს არ ზოგავს, რუსეთის რეგიონებში პენსიონერებს საკვების საყიდლადაც არ ჰყოფნით ფული.

კრემლი არ აღიარებს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისს, თუმცა სხვადასხვა რეგიონში არსებული სურათი საპირისპიროზე მეტყველებს…

დაბალშემოსავლიანი პენსიონერების დიდ ნაწილს პროდუქტის გაძვირების გამო საკვებზე ფული აღარ ჰყოფნის. ამიტომ, ისინი  ქუჩებში სახელდახელოდ მოწყობილ ბაზრებში დადიან, სადაც ვადაგასული  პროდუქტი იყიდება. ყველა ხვდება, რომ ასეთი ტიპის საკვების მიღება საზიანოა, მაგრამ  სხვა გზა არ  არის.

2022 წლის ივნისის მონაცემებით, საშუალო პენსია რუსეთში  20  882 რუბლი იყო, რაც დაახლოებით 293 დოლარია.

ჩელიაბინსკის ვადაგასული პროდუქტების ბაზარში ძირითადად  დაბალშემოსავლიანი პენსიონერები დადიან. ისინი ამბობენ, რომ ომის დაწყების შემდეგ ამ ქალაქში, სურსათის მაღაზიებში ყველაფერი ორმაგი ფასი გახდა.

ეკონომიკური რღვევისა და ინფლაციის გამო რუსეთში ასეთი ტიპის ბაზრები ძალიან პოპულარულია.

რუსეთის უკრაინაში კიდევ ერთხელ შეჭრის შემდეგ რუსეთის ეკონომიკამ უპრეცედენტო დარტყმა მიიღო საერთაშორისო სანქციებისა და ფასების ნახტომისებური ზრდის გამო. თუმცა კრემლში ფული სამხედრო რესურსებისთვის არ ენანებათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend