ორმხრივი მოლაპარაკებების გამართვის მიზნით, კოსოვოსა და სერბეთზე დიპლომატიური წნეხი ძლიერდება.
ბელგრადში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესმა კი შესაძლოა, დიპლომატიურს საფრთხე შეუქმნას. პოლიტიკური კრიზისის ფონზე სერბეთის პრეზიდენტი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას განიხილავს.
“ჩემი ოჯახი აქ არის, ჩემი ოჯახი სერბეთში დარჩება, სერბეთში დავრჩები მეც, ჩვენ არავისი არ გვეშინია, არაფერი მოგვიპარავს. ჩვენ გვერჩიან, რადგან სერბეთს ვიცავთ და მომავალშიც დავიცავთ. კოსოვოს არასოდეს ვაღიარებთ, გაუმარჯოს სერბეთს”, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა.
სერბეთში ევროკავშირის წარმომადგენელი მიროსლავ ლაჩაკი კი პრიშტინასა და ბელგრადში მუშაობას აგრძელებს. მისი თქმით, დიპლომატიური პროცესის განახლებისთვის აუცილებელია აქამდე მიღწეული შეთანხმებების შესრულება.
“ჩემი ვიზიტი პრიშტინაში დიპლომატიური ძალისხმევის ნაწილია. კოსოვოსა და სერბეთს შორის ურთიერთობების დალაგება აუცილებელია, ევროკავშირი ჩართულია ამ პროცესში. ეს ჩემი უკვე მეათე ვიზიტია რეგიონში და აქტიურად ვცდილობთ, კოსოვოსა და სერბეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის ორგანიზებას”, – ამბობს ევროკავშირის წარმომადგენელი მიროსლავ ლაჩაკი.
სხვადასხვა ცნობების თანახმად, პრიშტინა და სერბეთი თანახმა არიან მოლაპარაკებების პროცესი ეგრეთ წოდებული გერმანულ – ფრანგული მოდელით გაიმართოს.