1 აპრილიდან საქართველოში ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი ამოქმედდება. A კატეგორიის ნებართვა, რომელსაც ტაქსის მძღოლები ფლობენ უვადო გახდება და ის მფლობელის საკუთრებაში გადავა. შესაძლებელი იქნება ნებართვის ყიდვა-გაყიდვა, იჯარით გაცემა და უფლებრივად დატვირთვა, ფასიან აქტივად გადაქცევა.
რას შეცვლის ეს სიახლე და კიდევ რა იგეგმება ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა ისაუბრა