მთავარისაქართველოსაქართველოში საარჩევნო უბნების 90%-ზე არჩევნები ელექტრონულად ჩატარდება

საქართველოში საარჩევნო უბნების 90%-ზე არჩევნები ელექტრონულად ჩატარდება

2024 წელს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს. იმ საარჩევნო უბნებზე კი, სადაც ტექნოლოგიები არ იქნება გამოყენებული, გაციფრულდება ბიულეტენები.
შესაბამისი გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. განკარგულების თანახმად, განისაზღვრა ის საარჩევნო უბნები, სადაც 2024 წელს არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება.
საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ არჩევნებამდე თითქმის წელიწადნახევრით ადრე, საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს შეეძლება დაიწყოს 2024 წლის არჩევნებისთვის მზადება.
ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend