მთავარისაქართველომარნეულში სამოქალაქო განვითარების სკოლა გაიხსნა

მარნეულში სამოქალაქო განვითარების სკოლა გაიხსნა

მარნეულის მუნიციპალიტეტი ეთნიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ მოსახლეობის უმეტესობას საქართველოს აზერბაიჯანელები წარმოადგენენ. აქაც, როგორც დანარჩენ საქართველოში ადგილობრივებს მრავალი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა აწუხებთ, თუმცა ეთნიკური აზერბაიჯანელების პრობლემებს სხვა დანარჩენიც ემატება: მაგალითად, ენობრივი ბარიერი, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, სამოქალაქო, პოლიტიკური და სოციალური ინტეგრაცია…

სწორედ ეთნიკური უმცირესობების გაძლიერებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციამ „წითელი ხიდი“ მეგობრების დახმარებით მარნეულში სამოქალაქო განვითარების სკოლა გახსნა.

ორგანიზაციის თავმჯდომარე, ჯეიხუნ მუჰამედალი მიიჩნევს, რომ რეგიონში სამოქალაქო განვითარების ძალიან დიდი საჭიროებაა.

„ზუსტად აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ სამოქალაქო განვითარების სკოლის პროექტი განვახორციელოთ. ეთნიკურად აზერბაიჯანელების სამოქალაქო განვითარების დიდი საჭიროებაა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს პროექტი წამოგვეწყო. ამ ახალგაზრდებს მხარდაჭერა სჭირდება“, – ამბობს ჯეიხუნ მუჰამედალი.

სამოქალაქო განვითარების სკოლა რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს: მათ შორის იქნება ახალგაზრდების სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერება, მედიაცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო განათლება, ქართული და ინგლისური ენის სწავლება.

ორგანიზაციის წითელი ხიდის კიდევ ერთი წარმომადგენელი, აგილ მუსტაფაევი მიიჩნევს, ასეთი პროექტების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში.

„სამწუხაროა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ასეთი პროექტების განხორციელება ნაკლებად ხდება. ერთადერთი გზაა, რომ ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები ვიყოთ ამ საქმეში ჩართული“.

ორგანიზაცია „წითელი ხიდის“ წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ მსგავსი პროექტები განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მათი ლოზუნგიც ასეთია: „ისწავლე, ასწავლე და იყავი აქტიური, მრავალფეროვანი, თანასწორი და სამართლიანი საზოგადოებისთვის“.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend