მთავარიევროპაუკრაინაუკრაინელი სამხედროები მდინარე დნიპროს გადალახვას ცდილობენ

უკრაინელი სამხედროები მდინარე დნიპროს გადალახვას ცდილობენ

უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად ბახმუტში დარჩენილ რამდენიმე მცხოვრებს ყოველდღიურად უწევს გადარჩენისთვის ბრძოლა. გასული კვირების განმავლობაში ფრონტის ხაზი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

კიევში იმედი აქვთ, რომ დასავლეთის მიერ დაპირებული შეიარაღება მათ ბრძოლის ველზე უპირატესობის მოპოვებაში დაეხმარება.

ხერსონის ფრონტის ხაზთან კი უკრაინელი სამხედროები განაგრძობენ წვრთნებს. ისინი ასევე ცდილობენ, დიდი მსხვერპლის გარეშე გადალახონ მდინარე დნიპრო.

ამავდროულად, ჩეხეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი, ნატოს ყოფილი გენერალი,  უკრაინის დასახმარებლად უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს. საუბარია საბრძოლო თვითმფრინავებზე.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი ბენ უოლესი ამბობს, რომ გასულ კვირას უკრაინას ტანკები უკვე გადასცეს. მისი აზრით, არსებობს სხვა საშუალებებიც, რომელთა შეთავაზებაც  შესაძლებელია. ამის შესახებ მან უკვე ისაუბრა თემთა პალატაში.

ბენ უოლესი მზად არის, განიხილოს ის საკითხები, რომლებიც უკრაინისთვის სხვადასხვა  სახის სისტემის გადაცემასა და დახმარების გაწევას უკავშირდება, თუმცა, ამასთანავე, დასძენს, რომ მსგავსი საკითხები ერთ დღეში არ გვარდება.

უკრაინაში კი გრძელდება იმ ადამიანების დაპატიმრება, რომლებიც ომისგან სარგებელს იღებენ.  ოდესაში რამდენიმე ოფიციალური პირი დააკავეს სახელმწიფო თანხების თაღლითურად მითვისების ბრალდებით.

უკრაინას სურს, შემომწირველები და დამფინანსებლები დაარწმუნოს, რომ თანხები ნამდვილად მიდის დანიშნულების ადგილამდე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend