მთავარისაქართველოსაქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადება

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადება

“საქართველოს აქვს მომზადების გარკვეული დონე მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროში კანონმდებლობის განსახორციელებლად”, – ნათქვამია ანგარიშში, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების განაცხადის შესახებ მოამზადა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ კანონმდებლობა ზოგიერთ სფეროში, ძირითადად შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას, თუმცა, ინსტიტუციური თანამშრომლობა და კოორდინაცია სუსტია. ანგარიშის თანახმად, ევროკავშირის წესები მიზნად ისახავს უზრუნველყოს სამართლიანი კონკურენცია და სტაბილურობა ფინანსურ ინსტიტუტებს შორის, როგორიცაა საბანკო სფერო, დაზღვევა, დამატებითი პენსიები, საინვესტიციო მომსახურება და ფასიანი ქაღალდების ბაზრები.

გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი. მისი განცხადებით, საქართველოს აქვს გარკვეული წარმატებები, თუმცა ქვეყანას კიდევ აქვს სამუშაო, რაშიც ევროკავშირის საელჩო აქტიურად იქნება ჩართული.

“ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში, რომელიც აღწერს, თუ როგორია საქართველოს მზადყოფნა ევროკავშირში გაწევრების კუთხით. ასეთივე ანგარიშები გამოქვეყნდა უკრაინასა და მოლდოვის შესახებ. ანგარიში მომზადდა საქართველოს ხელისუფლების მიერ შევსებული კითხვარის საფუძველზე, რომელიც ბრიუსელში გასული წლის ზაფხულში გაიგზავნა. მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობასა და საქართველოს სახელმწიფო სამსახურს ამ ძალზე დადებითი ანგარიშის გამოქვეყნება. ანგარიშში აღწერილია ევროკავშირში გაწევრების კუთხით საქართველოს მზადყოფნის ხარისხი 33 სხვადასხვა სექტორში. რასაკვირველია, ცალკეული მიმართულებით  საჭიროა მეტი მუშაობა და, რასაკვირველია ევროკავშირი, ჩვენ მზად ვართ, საქართველოს სახელმწიფო სამსახურს წინსვლაში დავეხმაროთ. თუმცა, ჩემი აზრით, ზოგადი შეფასება ძალიან დადებითია. დიდი მადლობა”, – განაცხადა ელჩმა.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend