მთავარიევროპაუკრაინაევროკავშირისა და უკრაინის ისტორიული სამიტი კიევში

ევროკავშირისა და უკრაინის ისტორიული სამიტი კიევში

ევროკავშირის ლიდერები უკრაინა-ევროკავშირის სამიტში მონაწილეობის მისაღებად კიევში ჩავიდნენ. იქ არის ევროკომისიის  პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისარი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში – ჟოზეფ  ბორელი და ევროკომისართა დელეგაცია.

მთავარი განსახილველი საკითხი უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაცია და ომში მყოფი ქვეყნის მიმართ ევრობლოკის დახმარებაა.

უკრაინაში ომია, მაგრამ ამის მიუხედავად, ქვეყანას მაინც აქვს შესასრულებელი საშინაო დავალება, რომელზეც დამოკიდებულია მისი მიღება ევრობლოკში… რეფორმები ისევ გასატარებელია, თანაც სწრაფად, რადგან  არის რამდენიმე საკითხი, რაზეც ევროკავშირი კომპრომისზე არ წავა.  მაგალითად, კორუფციასთან ბრძოლა, კანონის უზენაესობის დაცვა და დამოუკიდებელი სასამართლო. თუმცა, როგორც უკრაინის ვიცეპრემიერმა, ოლჰა სტეფანიშინამ ევრონიუსს უთხრა, კიევში აცნობიერებენ, რომ რეფორმების გატარება ევროკავშირის ლიდერების პოლიტიკური გადაწყვეტილების გარეშე შედეგს ვერ მოიტანს.

უკრაინის ვიცე-პრემიერი ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ოლჰა სტეფანიშინა ამბობს:  „ეს ძალიან რთული პროცესია, ვინაიდან ევროკავშირში გაწევრიანება დამოკიდებულია არამხოლოდ  ქვეყნის წინსვლაზე რეფორმების გატარების მხრივ, არამედ  ლიდერების პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეც. ამიტომ ეს ძალიან მრავალმხრივი პროცესიაუკრაინამ ევროკავშირი უნდა დაარწმუნოს, რომ ეს გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე მიიღონდაარწმუნოს, რომ ჩვენ მზად ვართ ამ შესაძლებლობების ფანჯრის გამოსაყენებლად. ჩვენ გვინდა, რომ გაიხსნას დიალოგი ამ საკითხზე, რათა ლიდერები მალე მივიდნენ კონსენსუსამდე“.

კიევში იმასაც აცნობიერებენ, რომ ევროკავშირში გაწევრებას შესაძლოა, წლები დაჭირდეს, თუმცა უკრაინამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამ პროცესის დასაჩქარებლად.

კიევს ახლა იმ ეტაპების გავლა უწევს, რაც ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულებით ჰქონდა ვალდებულებად აღებული. ეს ტექნიკური საკითხებია, რომლის შესრულებაშიც ასოცირებული ტრიოს ქვეყნებში საქართველო ლიდერობდა. მაგალითად, კიევში გამართულ შეხვედრაზე ევროკომისარმა ჟოზეფ ბორელმა და უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა განიხილეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ტელეკომუნიკაციების, ფინანსური სერვისების, სურსათის უვნებლობის, ბაზრის ზედამხედველობისა და სანიტარულ და ფიტოსანიტარიულ ზომებს ეხება.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, ალექსანდრ როდნიანსკი ამბობს:  „როცა საქმე ეხება ევროკავშირში გაწევრიანებას, იქ ბევრი სხვადასხვა პრაქტიკაა, მაგალითად გაწევრიანების ტემპთან დაკავშირებით. საჭიროა რომ დაიწყოს მოლაპარაკებები ამ საკითხზე და ეს შესაძლოა გაგრძელდეს ორი წელიც კითუმცა, ისტორიას თუ გადავხედავთ ქვეყნებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მრავალი წელი  სჭირდებოდათ“. 

კიევში შეკრებილები თანხმდებიან, რომ პროცესები უნდა დაჩქარდეს. უკრაინამ უფრო სწრაფად უნდა გაატაროს რეფორმები, რათა მალე გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ამ ომში უკრაინისთვის ევროკავშირს უკვე მიწოდებული აქვს 30 მილიარდი ევროს დახმარება და კიდევ გათვალისწინებულია 12 მილიარდი თავდაცვითი საკითხებისთვის, 38 მილიარდი ჰუმანიტარული და მაკროსაფინანსო საჭიროებებისთვის,  10 მილიარდი კი ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, უკრაინიდან წამოსული მიგრაციული ნაკადების დასახმარებლად.

სოფო მაქაცარია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend