მთავარიამერიკააშშაშშ-ის საჰაერო სივრცეში სავარაუდოდ, ჩინური სათვალთვალო საჰაერო ბუშტი გამოჩნდა

აშშ-ის საჰაერო სივრცეში სავარაუდოდ, ჩინური სათვალთვალო საჰაერო ბუშტი გამოჩნდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში თვალს ადევნებენ სავარაუდოდ ჩინურ სათვალთვალო საჰაერო ბუშტს, რომელიც ამერიკის საჰაერო სივრცეში უკვე რამდენიმე დღეა გამოჩნდა.

პენტაგონში გადაწყვიტეს საჰაერო ბუშტი არ ჩამოაგდონ, რადგან არსებობს ხალხის დაშავების რისკი. პენტაგონში თითქმის დარწმუნებით აცხადებენ, რომ ეს ნამდვილად ჩინური სათვალთვალო საჰაერო ბუშტია, რომელიც გარკვეული ადგილების თავზე ინფორმაციის შესაგროვებლად დაფრინავს.

ერთ-ერთი ადგილი, სადაც ის შენიშნეს მონტანაა, კერძოდ, ერთ-ერთი ბირთვული სარაკეტო ობიექტი. პენტაგონის ოფიციალური პირი აცხადებს, რომ არაერთი არხით უკვე დაუკავშირდნენ ჩინურ მხარეს და ვითარების სერიოზულობის შესახებ აცნობეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend