ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაციამ Mathematica აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაკვეთით, საქართველოში განხორციელებული მე-2 კომპაქტის პროფესიული განათლების პროგრამის შედეგები შეაფასა.
კვლევითი ორგანიზაცია დეტალურად აფასებდა თუ რა გავლენა იქონია ამერიკულმა ინვესტიციამ საქართველოს პროფესიული განათლების სექტორზე, კონკრეტულად კი სტუდენტებსა და პროგრამების კურსდამთავრებულებზე.
როგორია შეფასების შედეგები, ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ ისაუბრა