მთავარიევროპაუკრაინაევროკომისიის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. ეს უკრაინაში ომის დაწყებიდან მისი მეოთხე ვიზიტია.

ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი ტვიტერის გვერდზე ავრცელებს.

„კარგია კიევში დაბრუნება. ეს მეოთხე ვიზიტია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ამჯერად უკრაინას ევროკომისრების ჩემს გუნდთან ერთად ვეწვიე. აქ ვართ ერთად, რათა ვაჩვენოთ, რომ ევროკავშირი დგას უკრაინის გვერდით ისე მტკიცედ, როგორც არასდროს და ასევე ჩვენი მხარდაჭერისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend