მთავარისაქართველოკელი დეგნანი: „მთავრობის პასუხისმგებლობაა დარწმუნდეს, რომ ბატონი სააკაშვილი იღებს საჭირო სამედიცინო მომსახურებას“

კელი დეგნანი: „მთავრობის პასუხისმგებლობაა დარწმუნდეს, რომ ბატონი სააკაშვილი იღებს საჭირო სამედიცინო მომსახურებას“

სერიოზული ვითარებაა, რაც გუშინ ვნახეთ და მოვისმინეთ, ჩემი მთავრობა და ბევრი სხვა მთავრობა ახლოდან აკვირდება და შეშფოთებულია, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს, რომ მიხეილ სააკაშვილი იღებდეს სამედიცინო მომსახურებას, რომელიც მას სჭირდება.

“სერიოზული ვითარებაა, რაც გუშინ ვნახეთ და მოვისმინეთ, ჩემი მთავრობა და ბევრი სხვა მთავრობა ახლოდან აკვირდება და შეშფოთებულია. ეს მთავრობის პასუხისმგებლობაა დარწმუნდეს, რომ ბატონი სააკაშვილი იღებს მისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურებას. ვფიქრობ, ეს არის ის, რაზეც ყველანი ორიენტირებული ვართ, პირველ რიგში გავიგოთ რა არის დიაგნოზი, რა სჭირდება და რომ მთავრობა აწვდის შესაბამის მზრუნველობას და ჩვენ ამ საქმეზე დაკვირვებას გავაგრძელებთ”,- თქვა კელი დეგნანმა თელავში ყოფნისას მედიასთან საუბარში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend