მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფო„ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსი წელს დიდ ბრიტანეთში გაიმართება

„ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსი წელს დიდ ბრიტანეთში გაიმართება

ტურინის მერმა „ევროვიზიის“ კონკურსის ესტაფეტა გადასცა ლივერპულს, რომელიც წლევანდელი მუსიკალური ფესტივალის მასპინძელი ქალაქია.

კონკურსი საზეიმო ღონისძიებებით დაიწყო. ასევე გაიმართა სატელევიზიო წილისყრა, რომელმაც  ნახევარფინალის ქვეყნები გამოავლინა. ფინალში უკვე ექვსი ქვეყანაა:  გერმანია, იტალია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და გასული წლის გამარჯვებული უკრაინა.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო ქვეყანა ვერ მასპინძლობს წლევანდელ კონკურსს, მიუხედავად იმისა,  რომ წინა წლის  გამარჯვებულია.  მასპინძელ ქვეყნად მეორე ადგილზე გასული ბრიტანეთი დასახელდა.

„ევროვიზიის“ კონკურსი 1956 წლიდან  ყოველწლიურად იმართება. კორონავირუსის პანდემიის გამო მხოლოდ ერთხელ, 2020 წელს, არ ჩატარდა კონკურსი. ეს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული გასართობი შოუა, 160 მილიონი მაყურებლითა და მსოფლიოში ყველაზე რთული პროგრამებით.

მონაწილეები რამდენიმე კვირის  განმავლობაში გადიან რეპეტიციებს. ნახევარფინალური და ფინალური ტურები 9, 11 და 13 მაისს გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend