მთავარიევროპაუკრაინაუკრაინა მოკავშირეებს მოუწოდებს, დააჩქარონ მათთვის შეიარაღების გადაცემა

უკრაინა მოკავშირეებს მოუწოდებს, დააჩქარონ მათთვის შეიარაღების გადაცემა

მუდმივი დაბომბვის ფონზე უკრაინა თავის მოკავშირეებს მოუწოდებს, დააჩქარონ მათთვის შეიარაღების გადაცემა. უკრაინელები ასევე მოითხოვენ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, მათ შორის მოიერიშე თვითმფრინავებს, თუმცა დასავლელი ლიდერები მათი მიწოდებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ, რადგან არ სურთ კონფლიქტის ესკალაცია.

მიუხედავად ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს მარკ რიუტეს მასპინძლობდა, არაფერს გამორიცხავს, თუმცა მიაჩნია, რომ მანამდე დადებითი და უარყოფითი შედეგების გათვალისწინებაა აუცილებელი.

მისი თქმით, ისინი ყოველთვის სამი კრიტერიუმით აფასებენ ვითარებას. პირველ რიგში, უნდა იყოს მოთხოვნა, მეორე – ის შედეგის მომტანი უნდა იყოს და მესამე, გასათვალისწინებელია დრო, რომელიც საჭიროა უკრაინელი სამხედროების გაწვრთნისა და შეიარაღების დროულად მიწოდებისთვის. გასულ კვირას ემანუელ მაკრონსა და პრეზიდენტ ზელენსკის სატელეფონო საუბარი საათ-ნახევარზე მეტ ხანს გაგრძელდა.

დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენის ვიზიტისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის  დაპირებული შეიარაღების დროულად და სწრაფად გადაცემა.  მათ ასევე ისაუბრეს რეკონსტრუქციის აუცილებლობაზე. უკრაინის ენერგოოპერატორ კომპანიაში აცხადებენ, რომ რუსული სარაკეტო თავდასხმების შედეგად ქვეყნის ენერგოქსელი მნიშვნელოვანად არის დაზიანებული. მათი ინფორმაციით, განხორციელდა 13 სარაკეტო იერიში და 15 თავდასხმა დრონების გამოყენებით. კრემლში აცხადებენ, რომ უკრაინისთვის დამატებითი შეიარაღების გადაცემა მხოლოდ კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს. მათი მტკიცებით, ნატოს წევრი ქვეყნები სულ უფრო მეტად ერთვებიან კონფლიქტში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend