მთავარიმსოფლიოევროპა„ევროსტარი“ იძულებულია, უარი თქვას ბილეთების სრულად გაყიდვაზე

„ევროსტარი“ იძულებულია, უარი თქვას ბილეთების სრულად გაყიდვაზე

ლა-მანშის სრუტის ქვეშ გამავალ მატარებელში ბევრი ცარიელი ადგილია. „ევროსტარი“ პიკის საათის  დროს მიზანმიმართულად არ ყიდის ბევრ ბილეთს. მიზეზი კი ისაა, რომ სასაზღვრო პოლიცია ვერ ახერხებს, სწრაფად გადაამოწმოს პასპორტები და მონაცემები დაამუშაოს. ეს კიდევ ერთი პირდაპირი შედეგია, რომელიც ბრექსიტის შემდეგ გამოვლინდა.

ერთ-ერთი მგზავრი, ჯეინ ჰოპკინსონი, ამბობს, რომ ეს განსაკუთრებით მათთვისაა გამაღიზიანებელი, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ ევროპას არ დატოვებდა. მისი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია მოგზაურობა. ჯეინი სამსახურის გამო მოგზაურობს ევროპაში, ეს  შედეგი კი მის საქმეზე უარყოფითად აისახება.

მგზავრები ამბობენ, რომ საპასპორტო კონტროლის პუნქტებთან გრძელი რიგებია. მათი აზრით, ახლა უფროა დაყოფილი ხალხი. აშკარაა განსხვავება ბრიტანულ და  ევროპულ პასპორტებს შორის. ვისაც ფრანგული პასპორტი აქვს, შედარებით სწრაფად გადის საპასპორტო კონტროლს, ბრიტანული პასპორტის მქონე ადამიანებს კი დიდი ხანი უწევთ რიგში დგომა.

პანდემიის შედეგად შემცირდა მოგზაურთა ნაკადი, თუმცა შეზღუდვების მოხსნის შემდეგ გაიზარდა ტურისტებისა და მოგზაურების რაოდენობა და, შესაბამისად, ლოდინის დროც. საქმე იქამდე მივიდა, რომ „ევროსტარს“ მგზავრების რაოდენობის განსაზღვრა მოუწია. 2019 წელთან შედარებით 30 პროცენტით არის შემცირებული მგზავრების  დასაშვები  რაოდენობა.

ბრექსიტის შემდეგ ბრიტანულ პასპორტებს სხვა განყოფილებაში ამუშავებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მსურველებს გამგზავრებამდე 90 წუთით ადრე მისვლას სთხოვენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, მატარებლების სადგურებზე მაინც გრძელი რიგებია. ყოველდღიურად კი თითქმის 250 ადგილი ცარიელი რჩება.

ევროსტარში“ იმედოვნებენ, რომ დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი სასაზღვრო პოლიციის დამატებით ძალებს განათავსებენ და ელექტრონულ გასასვლელებს დაამონტაჟებენ. მგზავრებს დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ, რომ მათთვის საჭირო მატარებელზე ბილეთი შეიძინონ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend