მთავარიევროპაგერმანიაოლაფ შოლცი ოფიციალური ვიზიტით ჩილეში ჩავიდა

ოლაფ შოლცი ოფიციალური ვიზიტით ჩილეში ჩავიდა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ლათინური ამერიკის ტურნეს ფარგლებში ჩილეში ჩავიდა. სანტიაგოში მას ქვეყნის პრეზიდენტი გაბრიელ ბორიჩი დახვდა. ეს ვიზიტი ბერლინის გეგმის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ურთიერთობების გაღრმავებას ლათინური ამერიკის ქვეყნებთან განახლებად და მწვანე ენერგიასთან დაკავშირებით. გერმანული ბიზნესის წარმომადგენლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით გამოწვეული ეკონომიკური შოკის დასაძლევად    ახალ შესაძლებლობებს ეძებენ.

მანამდე ოლაფ შოლცი იმყოფებოდა არგენტინაში. მან და პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა ევროკავშირსა და მერკოსურის ბლოკის ქვეყნებს შორის გაფორმებული სავაჭრო შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.  შემდეგი ვიზიტი დაგეგმილია  ბრაზილიაში. ოლაფ შოლცი პირველი დასავლელი ლიდერი იქნება, რომელიც ბრაზილიის ახალ პრეზიდენტს ლულა და სილვას შეხვდება. გერმანია და ევროკავშირი ეცდებიან ურთიერთობის განახლებას, რადგან ულტრამემარჯვენე ჟაირ ბოლსონარუს ნაცვლად, ხელისუფლებაში ისევ ლულა და სილვა დაბრუნდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend