უხვი ნალექია ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულზე, რამაც მეწყრული პროცესები, წყალმოვარდნები და გზების დაზიანება გამოიწვია.
სახლები დაიტბორა აუკლენდში, ახალი ზელანდიის ყველაზე დიდ ქალაქში, სადაც მილიონ-ნახევარზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. გამოცხადებულია საგანაგებო მდგომარეობა.
ამავდროულად, პოლიციამ დაადასტურა კიდევ ერთი მამაკაცის დაღუპვის ფაქტი, რითიც სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა.
კლიმატის ცვლილების შედეგად, ახალ ზელანდიაში უხვი ნალექი უფრო და უფრო ხშირი გახდა.