მთავარიევროპაუკრაინავოლოდიმირ ზელენსკი: "ჩვენ უკვე გვყავს 12 ქვეყანა სატანკო კოალიციაში"

ვოლოდიმირ ზელენსკი: “ჩვენ უკვე გვყავს 12 ქვეყანა სატანკო კოალიციაში”

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში, მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებმაც გადაწყვიტეს უკრაინას თანამედროვე შეიარაღების დონის შესაბამისი ტანკები და სხვა ტიპის იარაღი მიაწოდონ.
ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა მეტი იარაღის, სანქციებისა და რუსეთზე სხვა სახის ზეწოლის აუცილებლობაზე. მისივე განცხადებით, ახლა არის ის დრო, როდესაც ნამდვილად გამოცნდება, თუ ვინ დგას სწორ მხარეს.

„დღეს ჩვენ გავუმკლავდით ტერორისტების მორიგ სარაკეტო თავდასხმას. ეს შეტევა სრულად ადასტურებს იმ ყველაფერს, რაზეც ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ვსაუბრობდით. ეს რუსული აგრესია შესაძლებელია შეჩერდეს მხოლოდ შესაბამისი იარაღით. ტერორისტული სახელმწიფო სხვა ენას ვერ გაიგებს. ადეკვატური იარაღია საჭირო. ასევე აუცილებელია ახალი სანქციები, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლა, რაც ასევე ბრძოლის იარაღია სამხედრო იარაღთან ერთად. ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ, რათა შეიქმნას საერთაშორისო ტრიბუნალი უკრაინის წინააღმდეგ მიმართული რუსული აგრესორების მიმართ. ყოველი რუსული რაკეტა ჩვენი ქალაქების წინააღმდეგ, ყოველი ირანული დრონი, რომელსაც ეს ტეროისტები იყენებენ, არის სათანადო არგუმენტი, თუ რატომ გვწირდება მეტი იარაღი. ამ ეტაპზე ვაფართოებთ ჩვენს სატანკო კოალიციას – არის კანადის შესაბამისი გადაწყვეტილება და მათ ჩვენგან მადლობა ამისთვის. ჩვენ უკვე გვყავს 12 ქვეყანა სატანკო კოალიციაში. მთელს მსოფლიოში მადლობელი ვართ ყველასი, ვინც ჩვენთან ერთად ნამდვილად ებრძვის ტერორს. ამ მომენტში ჩანს, ვინ არის მზად ტერორისტული სახელმწიფოს დამარცხებისათვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend