მთავარიგადაცემებიBusiness Lineუცხოელი ინვესტორები დუბაის უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას უწყობენ ხელს

უცხოელი ინვესტორები დუბაის უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას უწყობენ ხელს

2022 წელს  არაბთა გაერთიანებული საამიროების უძრავი ქონების ბაზარზე განსაკუთრებით დუბაიში, რეკორდულად მაღალი რაოდენობის ტრანზაქციები დაიდო. ექსპერტების ვარაუდით ეს ტენდენეცია 2023 წელსაც გაგრძელდება. მიუხედავად გლობალური ეკონომიკის პერსპექტივისა, მაღალი შემოსვალის მქონე პირები ბოლო 18 თვის განმავლობაში მაინც ჩამოდიან დუბაიში, რასაც მდიდრული უძრავი ქონების ბაზარზე დიდი გამოცოცხლება მოჰყვა. ქვეყნის უძრავი ქონების ბაზრის ექსპერტები ამბობენ, რომ გაწონასწორებულ ბაზარზე გაჩნდა მოთხოვნა  ქალაქის საკუთარ სახლებზე  და ვილების უბანზე. არსებობს მოლოდინი, რომ 2023 წელს ფასები პანდემიამდე არსებულ ფასებს გადააჭარბებს.

2022 წელს მხოლოდ დუბაიში უძრავი ქონების ბაზარზე 97 ათასი ტრანზაქცია განხორციელდა, რომელთა საერთო ღირებულება 67 მილიარდ ევროს აღემატება. ექსპერტების ვარაუდით, გაყიდვები წელსაც იმავე ტემპით გაგრძელდება.

„ გასულ წელს გაყიდვები ძალიან გაგვეზარდა,“  – განუცხადა „ევრონიუსს“  საიმონ ბეიკერმა, უძრავი ქონების სააგენტო Haus & Haus Group-ის მმართველმა დირექტორმა.   „2021 წელთან შედარებით 2022 წელს გაყიდვები 76 პროცენტით გაიზარდა. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ზრდა 2023-შიც გაგრძელდა. რასაკვირველია წელს ისეტივე ფასის ზრდა არ იქნება, როგორიც გასულ წელს იყო, მაგრამ მოცულობა ზუსტად იმავე დონეზე დარჩა როგორც იყო.“

კომპანია Cavendish Maxwell ამ რეგიონში უძრავი ქონების ბაზრის მონაცემებს აგროვებს და ამუშავებს. კომპანიის წამროამდგენლები ამბობენ, რომ შთამბეჭდავი წარმატება პანდემიის შემდეგ ეკონომიკის აღდგენის შედეგია.

ზან ჯოკინკი, Cavendish Maxwell-ის ბაზრის კვლევისა და ანალიზის განყოფილების დირექტორი:

„თუ ტრანზაქციებს ყურადღებით გადავხედავთ, ეს ალბათ მეორე ყველაზე წარმატებულია წელია, რაც კი ოდესმე გვქონია. 2020 წლსი ნომებრის ბოლოდან ბაზარი თავდაყირა დადგა, პანდემიამ დაგვარტყა და ბაზრებს დანაკარგი უნდა აენაზღაურებინა. ბაზრის განახლებას ხელი უძრავი ქონების ვილებსია და ქალაქის საკუთარი სახლების გადაყიდვამ შეუწყო. ბოლო 12 თვეში კი რაც მოხდა ის არის, რომ ყველაფერმა თავის ადგილზე იწყო დაბრუნება.“

მშენებარე ქონების გაყიდვები

ინდუსტრიის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ დუბაიმ საერთაშორიოს ბაზრებს რამდენიმე ფაქტორის წყალობით გადაასწრო.

საიმონ ბეიკერი, უძრავი ქონების სააგენტო Haus & Haus Group-ის მმართველი დირექტორი:

„ჩვენ უამრავი მყიდველი გვყავდა ევროპიდან, გაერთიანებული სამეფოდან, საფრანგეთიდან, ებიცარიიდან, გერმანიიდან. ამ ქვეყნებში ძალიან მაღალი გადასახადებისა და ინფლაციის უზარმაზარი პრობლემაა.“

ზან ჯოკინკი, Cavendish Maxwell-ის ბაზრის კვლევისა და ანალიზის განყოფილების დირექტორი:

„თუ შეავადარებთ ნებისმიერ წამყვან გლობალურ ბაზარს. იქნება ეს ევროპა, ჰონგ-კონგი, ავტრალია თუ ამერიკის შეერთებული შტატები – სუყველა ადგილობრივმა ბაზარმა  დააზარალა. ისინი დაზარალდენენ მაღალი საპორცენტო განაკვეთებით, დასაქმების ციკლით, დუბაისა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს კი უნიკალური მდგომარეობა აქვთ.   ჩვენთან ემიგრანტები ძალიან დიდ სამუშაო ძალას წარმოადგენენ. აქ უამრავი სამთავრობო ინიციატივა უწყობს ხელს მოსახლეობისა და უძრავი ქონების ბაზრის ზრდას. არსად არ აშენებენ ამდენ ახალ პროდუქტს.“

სადილის კონცეფცია

სასადილო ინდუსტრიის გიგანტმა Jones the Grocer-მა საქმიანობა ავსტრალიაში 25 წლის წინ  მოკრძალებულად დაიწყო. მას შემდეგ კომპანიამ 33 მაღაზია გახსნა მთელ ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში და მალე კიდევ 15-ის გახსნის. მალე კომპანია წამყვან მაღაზიას ლონდონის ჰითროუს აეროპორტში გახსნის. კომპანიის ხელმძღვანელი იუნიბ სიდიქმა „ევრონიუსს“ განუცხადა, რომ კომპანია ამ მაღაზიისთვის სპეციალური კონცეფცია შეიმუსავა, რაც ნიშნავს, რომ ყველა არსებული წერტილიდან საუკეთესო აიღო და კიდევ რამდენიმე კომპონენტი დაამატა.

იუნიბ სიდიქი, Jones the Grocer-ის ხელმძღვანელი:

„ჩვენი სტრატეგია შერეულია. ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ ორ რამეზე:  ფრანჩიზის ზრდაზე, და უამრავი ფული და რესურსი ჩავდეთ ამაში, კარდების გადამზადებაზე, ჩვენს ბრენდთან თავსებადობა რომ ყოფილიყო. და ასე ვაგრძელებთ კიდეც. აქვე შედის სურსათის განვითარებაც. ჩვენი სტარტეგიის მეორე ნაწილია  საკუთარი მაღაზიების გახსნა, თუმცა ძალიან ზუსტი შერჩევით. როგორც მოგეხსენებათ, საკუთარი მაღაზიების გახსნა უამრავ ფულს მოითხოვს და კერძო კაპიტალის გზით სიარული ჩემი აზრით არ არის მაინცდამაინც სწორი გზა, რომ უამრავი ფული მიაყარო ერთ რამეს. ჩვენ გვინდა ნელა ვიმოქმედოთ. გვინდა ამყარი ნაბიჯებით ვიაროთ, სწორი ნაბიჯები გადავდგათ და რესტორნების ჯგუფზე ვახდენთ სწორებას. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჰითროუს პროექტი რომ გამოვიდეს. ჩვენ გვესმის, რომ დიდ მასშტაბს შევეჭიდეთ. ჩვენ სპეციალური კონცეფცია შევიმუშავეთ ამ ადგილისთვის და  ყველა არსებული საუკეთესო მხარე გამოვიყენეთ, პლუს რამდენიმე კომპონენტიც დავამატეთ.“

კომპანიამ თავისი სათაო ოფისი დუბაიში გადაიტანა, რადგან ეს რეგიონი ყველაზე დიდი გახდა ფრანჩიზის სეგმენტის მხრივ.

იუნიბ სიდიქი, Jones the Grocer-ის ხელმძღვანელი:

„საკამოდ სწრაფად გავხდით ყველაზე დიდი ფრანჩიზის სეგმენტი გლობალურ დონეზე, რადგან ოთხ წელიწადში შვიდი მაღაზია გავხსენით და ჩვენი შემოსავლები გლობალური ბიზნესის საკმაოდ დიდი ნაწილი იყო.“

იუნიბ სიდიქი ამბობს, რომ სადილისა და სურსათის სექტორმა ბოლო წლებში დიდი ტრანსფორმაცია განიცადა.

„უპირველეს ყოვლისა, კონკრუენცია იმას ნიშნავს, რომ სულ მზად უნდა იყო. უნდა მიმართო ინოვაციას, დახვეწო მომსახურება, სურსათის ხარისხი, არ ჩამორჩე გლობალურ ტენდენციებს. ეს ბაზარი ძალიან სწრაფად ვითარდება და ფეხი უნდა ავუწყოთ. გაჩნდა მოძრაობა ვეგანურ და ეკომეგობრულ კვებაზე. ჩვენ ყველაფერი ავითვისეთ. შეუძლებელია განცხრომას მიეცე. სულ უნდა იმოძრაო, სულ უნდა განახლდე,“ – განაცხადა იუნიბ სიდიქმა.

თერმობირთვული რეაქციის პროექტი გადაიდო

საფრანგეთში მიმდინარე თერმობირთვული რეაქციის პროექტი შესაძლოა მრავალი წლით გადაიდოს. „საერთაშორიოს თერმობირთვული ექპერიმენტული რეაქტორის“ ე.წ.  ITER-ის პროექტი (The International Thermonuclear Experimental Reactor Project) ცდილობს დაამტკიცოს, რომ  თერმობირთვული რეაქციიდან ენერგიის მიღება მეცნიერულად და ტექნიკურად შესაძლებელია.  ამ პროექტის გადადების ამბავი სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მეცნიერებმა განაცხადეს, რომ საკუთარ კვლევაში სერიოზული წინსვლა აქვთ.

„საერთაშორიოს თერმობირთვული ექპერიმენტული რეაქტორის“ პროექტი 2007 წელს დაიწყო და მიზნად ისახავდა მსოფლიოში ყველაზე დიდი თერმობირთვული რეაქტორის შექმნას, ისეთი ელექტროენერგიის მიღებას, რომელიც ნახშირბადს არ გამოყოფდა, ზუსტად ისევე როგორც მზე. პროექტი 2025 წლისთვის გეგმავდა საჭირო პლაზმის შექმნას, მაგრამ პროექტის მესვეურები ამბობენ, რომ ეს ვადა გადაიწია.

პიეტრო ბარაბასჩი, „საერთაშორიოს თერმობირთვული ექპერიმენტული რეაქტორის“ (ITER) გენერალური მენეჯერი:

“არ მინდა ვადების დათქმა, თუ გრაფიკი კონტრაქტში არ გაიწერება. ჩვენ სრულ პროცესზე ვსაუბრობთ, რომელსაც მრავალი თვე და შესაძლოა რამდენიმე წელიც კი სჭირდება.“

ფრანგული პროექტი მას შემდეგ გადავადდა, რაც ამერიკელების გუნდმა, რომელიც იგივე პროექტზე მუსაობს, სერიოზულ წინსვლას მიაღწია დეკემბერში. ITER -ის გენერალური მენეჯერი ამბობს, რომ მისი გუნდის თავდაპირევლი გრაფიკი არარეალისტური გამოდგა.

პიეტრო ბარაბასჩი, „საერთაშორიოს თერმობირთვული ექპერიმენტული რეაქტორის“ (ITER) გენერალური მენეჯერი:

„უნდა გითხრათ, რომ ზუსტად არ ვიცი, რამდენი დრო დასჭირდბეა ამის გაანალიზებას. და სანამ ანალიზი არ მექნება, მირჩევნია არაფერი ვთქვა.“

იმედოვნებენ, რომ ITER-ი შეძლებს ვადების დაჩქარებას, რადგან სრულ ფაზაში გადასვლას ახლა უკვე 2035 წლისთვის გეგმავს.

ავტორი: ნატალი ლინდო

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend