მთავარიკუბიუკრაინაში მაღალჩინოსნები გაათავისუფლეს - 11-მა ადამიანმა თანამდებობა დაკარგა

უკრაინაში მაღალჩინოსნები გაათავისუფლეს – 11-მა ადამიანმა თანამდებობა დაკარგა

უკრაინაში თანამდებობიდან გაათავისუფლეს ექვსი მაღალი თანამდებობის პირი და ხუთი რეგიონის ხელმძღვანელი. მათ შორის არიან თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვიაჩესლავ შაპოვალოვი, პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილ ტიმოშენკო და გენერალური პროკურორი მოადგილე ალექსეი სიმონენკო.

სამსახურიდან დათხოვნის ოფიციალური მიზეზი არ დასახელებულა, თუმცა უკრაინული მედია ვარადობს, რომ ეს კავშირშია კორუფციულ სკანდალებთან, რომლის შესახებაც მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია.

მაგალითად, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვიაჩესლავ შაპალოვის გათავისუფლებას წინ უსწრებდა გამოცემა „ზერკალო ნიძელის” სტატია, სადაც საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინელი სამხედროებისთვის საკვები გაბერილ ფასებში იყო შეძენილი.

გენპროკურორის მოადგილე, ალექსეი სიმონენკოს შესახებ გასულ კვირას „უკრაინსკაია პრავდა” წერდა, რომ 2022 წლის ბოლოს ის დასასვენებლად იყო წასული ათი დღით, თანაც საზღვარი ბიზნესმენის ავტომობილითა და მისი დაცვის თანხლებით დატოვა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ვიდომიმართვაში განაცხადა, რომ ხელისუფლება მიიღებს შესაბამის და სამართლიან ზომებს კორუფციული სკანდალების საპასუხოდ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდმერ ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა, ხელისუფლება მიიღებს „შესაბამის სამართლიან ზომებს“, რათა ნათელი მოეფინოს პრესაში გავრცელებულ კორუფციულ სკანდალებს.

ამ განცხადებიდან მეორე დღეს გახდა ცნობილი, რომ ის ათავისუფლებს სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე მაღალჩინოსნებს. გარდა ამისა, ზელენსკიმ აუკრძალა ჩინოსნებს ომის დროს საზღვრის დატოვება „არასახელმწიფოებრივი მიზნით“.

პრეზიდენტის პარტიის „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერმა დავით არახამიამ ტელეგრამზე დაწერა, რომ „ზოგიერთი სინანულისა და შიშის გარეშე იპარავს და როგორც ჩანს ამ გაზაფხულზე აქტიური დაკავებების სერია დაიწყება“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend