მთავარიამერიკააშშსაიდუმლო დოკუმენტები აღმოაჩინეს აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის სახლში

საიდუმლო დოკუმენტები აღმოაჩინეს აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის სახლში

დაახლოებით 300-მდე საიდუმლო დოკუმენტი აღმოაჩინეს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის სახლში, ინდიანაში.

პენსის ადვოკატის, გრეგ ჯეიქობის ინფორმაციით, დოკუმენტების მცირე რაოდენობა შემთხვევით გადაიტანეს პენსის სახლში, როდესაც მან მუშაობა დაასრულა წინა ადმინისტრაციის პირობებში. მან ასევე აღნიშნა, რომ მაიკ პენსმა არც იცოდა მის სახლში მნიშვნელოვანი საიდუმლო დოკუმენტების არსებობის შესახებ. თეთრ სახლში ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარისგან თავს იკავებენ.

თეთრი სახლის პრესმდივანი, კარინ ჟან-პიერი აცხადებს, რომ არ აპირებს კომენტარი გააკეთოს მიმდინარე სისხლის სამართლის ან ნებისმიერი სახის გამოძიებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, იუსტიციის დეპარტამენტი დამოუკიდებელი ინსტიტუტია და თეთრი სახლი მის საქმეში არ ერევა. კარინ ჟან-პიერი ხაზს უსვამს, რომ ამის შესახებ მოქმედი პრეზიდენტის დროს არაერთხელ და მკაფიოდ განაცხადეს. მისი თქმით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ამის შესახებ მისი კამპანიის დაწყებიდან ძალზედ მკაფიო პოზიცია აქვს.

ეს აშშ-ში საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენის მორიგი შემთხვევაა. იუსტიციის დეპარტამენტი უკვე იძიებს მსგავსი დოკუმენტების აღმოჩენის შემთხვევებს მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის დელევერის სახლში და მის ყოფილ სამუშაო ოფისში. ასევე ყოფილი პრეზიდენტის დონალდი ტრამპის ფლორიდის რეზიდენციაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend