ახალი ზელანდიის 41-ე პრემიერ-მინისტრმა ფიცი დადო. კრის ჰიპკინსმა პირობა დადო, რომ ქვეყნის ეკონომიკაზე ყურადღებას განსაკუთრებით გაამახვილებს.
ახალი პრემიერ-მინისტრი პოსტს საპარლამენტო არჩევნებამდე, 9 თვის განმავლობაში დაიკავებს.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად, იკვეთება, რომ ჰიპკინსის ლეიბორისტული პარტია ჩამორჩება კონსერვატიულ ოპოზიციას.
ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნა, ჯასინდა არდერნის მოულოდნელ გადადგომა მოჰყვა.